x
image
მანჩო 777
"ჩემი უჩვეულოდ დაწერილი ბედი" - ვარკეთილის მეტროსთან მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის მეორე სამყარო
როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, 4 აპრილის საღამოს ვარკეთილის მეტროსთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა პოლიციელი 28 წლის ბექა მარგიშვილი..სამწუხაროდ, მიღებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა კაცი ოთხსაათიანი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს, როცა მთელი საქართველო ბზობას ზეიმობს, ბექას სახლში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ახალგაზრდა კაცი, რომლის სამსახურეობრივი მოვალეობა ჩვენი სიცოცხლის დაცვაა, თვითონ აღმოჩნდა დამნაშავის სამიზნე. საშინელებაა იმის გაფიქრებაც კი, თუ რას განიცდიან ახლა დაღუპული პოლიციელის მშობლები, ახლობლები და მეგობრები.


image


როგორც ბექა მარგიშვილის ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, ის საოცრად რომანტიკული და ნიჭიერი ახალგაზრდა ყოფილა და საკმაოდ ლამაზ და საინტერესო ლექსებს წერდა.. აი მისი პოეზიიდან ორიოდე ლექსი:


"დავიკარგები, წავალ და წავალ… ნეტავ იცოდე, რარიგ ვეწამე…
თუ მეტყვი, კარგო, დღეს რისთვის დავალ, ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.
ნუ მეტყვი ნუგეშს, მაინც არ მჯერა ადამის მოდგმის ფერისცვალების.
გაზაფხულს ველი, ჩემო, ამჯერად, რომ დავიბადო გარდაცვალებით!
არც ისე ცუდად, არც ისე კარგად, არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი.
მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს, როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.
როს მშობიარე ხეების ტანში დაიბერება ვნება აპრილის,
დაიყვავილებს…და მერე ქარში, ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.
როს მომღიმარი მზეები ციდან, გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის
და ამოხეთქავს დედამიწიდან მწვანე სიმბოლო მარადისობის!
გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა… და ახლაც მოვალ, მოვალ წვალებით.
მე ნარიყალას გავცქერი მუდამ, ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით!"




"გადამირჩინე სული, ძვირფასო, გადამირჩინე,
რომ გაზაფხულის ცაზე შევისხა ნარ~ნარი ფრთები.
ჩემი ბორკილი დედამიწაა, ვერ შევეჩვიე!
გადამირჩინე სული, ძვირფასო, და გავფრინდები…
ო, ფრთები, ფრთები…მხოლოდ ეს მინდა, მერე კი ვნახოთ…
აღარ დავეძებ იასამნებში მიმქრალ ოცნებას.
მიწის და ზეცის გასაყართან დროებით ვსახლობ,
რომ შევეგებო მარადისობის გასხივოსნებას!"


image


ეს ბექას მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ბოლო ლექსია, 19 მარტით დათარიღებული:


"ნუ იგვიანებთ, მეგობრებო, გათენდა“AVE“
მე ერთი გროშიც არ მაბადია ბოლო იმედად,
ო, არ იდარდოთ, დაგიბრუნებთ დახარჯულს ხვალვე,
ვერ ხედავთ, დარდი როგორ მოსჩქეფს მღვრიე დინებად?!.
ნუ გეღიმებათ, მეგობრებო, მე ლოთი არ ვარ!..
მინდა, რომ მზერა ცივი დილის ვნებით გავათბო.
ერთიც დამისხით ამ ფიალაში და მერე წავალ…
ერთიც დამისხით და მერე წავალ უმისამართოდ.
ჩემი ტკივილი და ჩემი ურვა არის ნამდვილი.
მე მიყვარს ღმერთი და სამშვიდობოს გასული ფიქრი…
ხანდახან რთული და ხანდახან ალბათ ადვილი
ეს აღმაფრენა….ჩემი გრძნობები ზეცისკენ მიქრის.
ნუ იგვიანებთ მეგობრებო, გათენდა, AVE."


image


ღმერთმა დაგიმკვიდროს ზეციური სასუფეველი, ლამაზო ქართველო ვაჟკაცო!!! იმედია შენს მკვლელს სათანადო სასჯელს მიუზღავენ.

9
698
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
698
  
2015, 15 აპრილი, 20:15
გეთანხმები 100%-ით, მაგრამ ეს ისე უნდა ხდებოდეს, რომ საზოგადოება წნეხს არ განიცდიდეს. პოლიცია ამისთვისაა მოგონილი და ამისთვის ვუხდით ფულს!
2015, 15 აპრილი, 20:12
მე არცერთი დიქტატურის მომხრე არ ვარ..ზოგადად პოლიტიკაში არ ვერევი და არავისტი არ ვარ..ჩემისთანა აპოლიტიკური ადამიანი მეორე არაა დედამიწაზე.:)
მაგრამ ვთვლი, რომ კრიმინალების ადგილი ციხეშია და არა ქუჩაში.
2015, 15 აპრილი, 20:10
კრიმინალი ყველგან ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება შიშის ქვეშ გყავდეს, პოლიცია მოსახლეობას არ უნდა ამცირებდეს. ნაციონალების დროს კი სწორედ ამის ხარჯზე იყო კრიმინალი შემცირებული და ბევრსაც არ ასაჯაროვებდნენ! არამგონია მანჩო შენ ასეთი დიქტატურის მომხრე იყო!
2015, 15 აპრილი, 20:04
აჩი, კრიმინალმა რომ მოიმატა, ეს ფაქტია..მე და შენ რომ არ შეგვხებია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდება ჩვენს ირგვლივ.
2015, 15 აპრილი, 19:58
ზედმეტად აზვიადებთ მგომნი ყველაფერს. გარეთ გამოსვლის არც ეხლა მეშინია. წინა მთავრობის დროს პოლიცია ხალხს ამცირებდა გარეთ თუ ვინმეს გააჩერებდნენ ჩხრეკის მიზნით. ამის მომსწრე ალბათ მილიონჯერ ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხოა ადამიანი, რომ შეეწირა.
2015, 5 აპრილი, 17:23
100%-ით გეთანხმები,,რაც კარგი გააკეთა წინა მთავრობამ, იმის დაუნახაობა არ შეიძლება. ხალხს ღამე გარეთ გამოსვლის მაინც არ ეშინოდა:(
2015, 5 აპრილი, 17:06
რატომ და კრიმინალების თარეში დაბრუნდა, სამწუხაროდ ახალმა მ თავრობამ დილეტანტები დანიშნა შესაბამის სტრუქტურებში და ვერ უმკლავდებიან კრიმინალს, ცალკე არასამ თავრობო ორგანიზაციები უშლიან ხელს კანონის დაცვას, არიქა ადამიანის უფლებები ირღვევაო!
კრიმინალის ადგილი ციხეშია და ვისაც ჩემი სიტყვები არ მოეწონება ცივი წყალი დალიოს...
2015, 5 აპრილი, 17:01
საშინლად დამიმძიმდა გული, როცა ამ ახალგაზრდა კაცის ფეისეს ვათვალიერებდი..რატომ? -აი ეს კითვა მიტრიალებს თავში :(((
2015, 5 აპრილი, 16:53
"საღოლ" კიდევ გამოუშვით კრიმინალები ციხიდან მასიურად, ვინც ესენი გამოუშვა იმათ ოჯახებს არ მოკლებოდეს ეს კრინინალები "სტუმრად" დღეში სამჯერ.
0 1 9