ქალი და მამაკაცი სიყვარული და ჯადოქრობა 2015, 16 აგვისტო, 8:59 ხშირად გაგვიგონია გამოთქმა:"მან მომაჯადოვა", " თავდავიწყებით მიყვარს", "მასზე ჭკუას
ვკარგავ". მართლაც, შეყვარებულ ადამიანს, ძილი არ ეკარგება, საჭმელზე უარს ამბობს,
აქვს გახშირებული გულის ცემა, ხან წითლდება და ხან ფერი ეკარგება, მოკლედ ისე
იქცევა, როგორც ავადმყოფი.
სულ სხვანაირია შეყვარებული ადამიანის ფსიქიკაც, ხან უმიზეზოდ მხიარულია, ხან კი დანაღვლიანებული, ხანდხახან არ ესმის რას ელაპარაკებიან, დაბნეული და გონება გაფანტულია. ძველად ადამიანში ამ სიმპტომების გამოვლენას ჯადოს მიაწერდნენ. ქალები ოდითგანვე ცდილობდნენ სასურველი მამაკაცის ყურადღების მიპყრობას. გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ჯადოქრობებიც, როგორიცაა მაგალითად: ყვავილებისგან დაწნული გვირგვინის წყალში ჩაგდება, ჩაბნელბულ ოთახში, სარკესთან სანთლების შუქზე, წყალში ჩაგდებულ ბეჭედში მომავალი საქმროს სახის ძებნა. ხშირად ხედავდნენ კიდეც მას. ეს არავის აოცებდა. მაგიური რიტუალების დროს შემუშავებული ჯადოების რეცეპტების კვალი შემონახულია, ყველა ჩვენამდე მოღწეულ კულტურაში, თუმცა ისინი ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. სასიყვარულო წამლის გამოყენების მაგალითი გვხდება ცნობილ ლეგენდაში "ტრისტანი და იზოლდა". ამ ამბავს თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალით თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ მხოლოდ სასიყავრულო წამლის შესმა არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრისტანს და იზოლდას ერთმანეთი შეუყვარდათ, აქ შეიძლება მთავარი ფაქტორი იზოლდას მსახურის მოთქმა გამხდარიყო, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ სასიყავრულო წამალი შესვეს. ქვეცნობიერად ორივეს გონებაში გაჩდა სიყვარულის განცდა. ამგვარი მოვლენა გამოიყენეს თანამედროვე მედიცინაში ე.წ. "პლაცებოს ეფექტის" მისაღწევად. პაციენტს ეძლევა ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც მისთვის საჭირო წამალი ჰგონია, ამ დროს კი ავადმყოფობას დაძლევს საკუთარი ძალით. ჩემი აზრით კი სიყვარულში ჯადოქრობა არ არსებოს, ადრე თუ გვიან ყველა ადამიანში ჩდება მოთხოვნილება, ვიღაცას უყვარდე, ეს სუსტი ბგერები აჟღერდება იმ ადამიანის სულშიც, რომელიც ჩვენ გვიყვარს. გრძნობათა გადაცემას ერთი ადამიანისგან მეორეზე " ემოციურ ზემოქმედებას" უწოდებენ, ამიტომაც ყოველი ჯადოქრობის ქვეტექსტი, ზოგჯერ გამახვილებულია ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ემოციური ზემოქმედების ძალაზე. საბედნიეროდ დღევანდელობაში ჯადოქრობა და მსგავსი მაგიური პროცედურები აღარაა საჭირო საყვარელი ადამიანის საპოვნელად, დღეს მაგია სოციალურმა ქსელმა და ინტერნეტმა თავისუფლად ჩაანაცვლა. პრინციპში ესეც ერთგვარი ჯადოქრობაა... 1254 4-ს მოსწონს
|