x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
6 ისტორიული ფოტო, რომელიც არ წარმოადგენს რეალობას ( I ნაწილი)
ჟურნალისტმა და ფოტოგრამფმა მიხაელ კემბერმა, გადაწყვიტა გამოეკვლია

ისტორიული ფოტოები. ამ გამოკვლევების შედეგად მან დაადასტურა ზოგიერთი

ფოტოს სიყალბე, რომლებიც ისტორიაში დღემდე არის შემორჩენილი და ძალიან

ბევრ ჩვენთაგანს რეალური ჰგონია.



image






1. ფოტო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ამტკიცებდა.


image


1945 წლის მაისში გადაღებული საბჭოთა კავშირის გამარჯვების ფოტო

გაყალბებულია. საბჭოთა კავშირის სამხედრო ფოტოგრაფმა ხალდეიმ რამოდენიმე

ჯარისკაცი ფაშისტური გერმანიის პარლამენტის შენობის სახურავზე აიყვანა და

ჩამოაკიდებინა გამარჯვების სიმბოლური დროშა, რაც საბჭოთა კავშირის გამარჯვებას

ნიშნავდა ომში.


სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ხალდეიმ მაგიდის გადასაფარებლისგან შეაკერებინა

დროშა, შემდეგ როდესაც შეიტყო აშშ-ს გამარჯვება იაპონიაში, ხალდეიმ დრო იხელთა

და მოსკოვიდან ჩავიდა ფაშისტურ გერმანიაში. გამარჯვების სიმბოლოდ გერმანიის პარლამენტის შენობის სახურავზე, Reichstag-ზე აყვანილ ჯარისკაცებს გადაუღო "ვითომ გამარჯვების და მეორე მსოფლიო ომის დასასრულის" ფოტოები.

შემდეგ სპეც-ეფექტებით, ფოტოს ბურუსი დაამატა, რაც უფრო საინტერესოს და

შთამბედავს ხდიდა გარემოს!


image






2. ფოტო, რომელიც ამტკიცებდა გვალვას სამხრეთ დაკოტას პროვინციაში. აშშ


image


1936 წელს არტურ როტშტეინის მიერ გადაღებული ეს ფოტოც ყალბია. როტშტეინის

ფოტოს ძალიან ბევრი ფერმერის გადახვეწა მოჰყვა სამხრეთ დაკოტადან, რადგან

ფოტოში გამოსახულია გვალვა( მაღალი ტემპერატურის სიცხეები, უწყლობა და ა.შ)

მაგრამ როგორც შემდეგში გაირკვა, როტშტეინი ამ თავის ქალას ძალიან ხშირად იყენებს

თავის ფოტოებში და ასევე არანაირ გვალვას ადგილი არ ჰქონია სამხრეთ დაკოტაში.

სინამდვილეში კი როტშტეინს უბრალოდ სურდა თავის ქალის და ნიადაგის

ბზარების შეხამება, რათა ფოტო უფრო შთამბეჭდავი გამოსულიყო.





3. ესპანეთის სამოქალაქო ომის სიმბოლური ფოტო


image


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ფოტო, სადაც ჯარისკაცი

დაჭრის მომენტია ასახული. სინამდვილეში არავინ იცის ეს ფოტო არის თუ არა

რეალური, მაგრამ კემბერის აზრით ეს არის უბრალოდ სისულელე. მისი აზრით

ფოტო არის XX-საუკუნეში გადაღებული კიდევ ერთი ყალბი ფოტო, რომელიც

მოწყობითაა გადაღებული.


ნახეთ რას ამბობს კემბერი ამ ფოტოს შესახებ:


"წლებია უკვე ფოტოგრაფი ვარ, ბევრ ომში ვყოფილვარ ბევრიც საინტერესო მინახავს,

მაგრამ არასოდეს გადამიღია ადამიანის ფოტო, რომელიც სიკვდილის პირასაა,

რომელსაც ხვდება ტყვია გულმკერდის არეში, ჩაპას ეს ფოტო საკუთარი ფანტაზიებით

აქვს გადაღებული, იცოდა ამ ფოტოს წყალობით ძალიან ბევრ ფულსაც გააკეთებდა,

მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის?! არ უნდა მოატყუოს ისტორია! ფოტო ყალბია

არ დაუჯეროთ! არარეალურია!






4. ფრანკოს ესპანეთი, კიდევ ერთი ყალბი ფოტო!


image


1951 წელს ევგენი სმიტის მიერ გადაღებულ ფოტოში ჩანს გარდაცვლილი

მამაკაცი, რომელსაც თავზე ახვევია მგლოვიარე ქალები, მაგრამ ეს

ფოტოც არ არის რეალური, რადგან ფოტოს თავდაპირველად გადაღებისას

ორი ქალი პირდაპირ აპარატს უყურებდა, როდესაც სმიტმა ფოტო გადაიღო და

შენიშნა ეს ფაქტი, მან გამოიყენა სპეციალური ფუნჯი, რითაც ამ ორ ქალბატონს

გამოხედვის მიმართულება შეუცვალა, რათა ფოტო უფრო რეალური ყოფილიყო.

წლების განმავლობაში ფოტო დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, საბოოლოდ

როდესაც ტექნოლოგიები განვითარდა, ევგენი სმიტმა აღიარა თავის ტყუილი და

საჯაროდ გამოაქყევნა ის ფაქტი, თუ როგორ გააყალა ეს ფოტო!






5. ალ ქაიდას მებრძოლების დაკავება 2002 წელს!


image


2002 წელს, FBI-მ ალ-ქაიდას 6 მებრძოლი დააკავა ნიუ-იორკში.

The New York Times-ის ჟურნალისტმა, ედვარდ კიტინგმა, სპეც-ოპერაციის ადგილზე

არაბულ მაღაზიასთან, 6 წლის ბიჭუნას, ფოტო გადაუღო. როგორც ფოტოშიც ჩანს,

ბიჭს ხელში სათამაშო პისტოლეტი უკავია. ჟურნალისტმა ფოტო ასე დაასათაურა:

"6 წლის ბიჭუნა სპეც-ოპერაციის ადგილზე ბებიას ნაჩუქარი სათამაშო იარაღით

თამაშობს!"


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კიტინგმა 6 წლის ბავშვი განგებ მიიყვანა

სპეც-ოპერაციის ადგილზე და მისცა სათამაშო იარაღი, ეს ფაქტი ასევე

დააზუსტეს სხვა ფოტოგრაფებმაც. სასამართლოს შედეგად ჟურნალისტმა აღიარა

ტყუილი და The New York Times-იც დატოვა.





6. ექიმი შველცერის ფოტო, აფრიკელ მუშებთან ერთად!


image


ექიმი ალბერტ შველცერის აფრიკელ მუშებთან გაბონში გადაღებული ფოტო.

Life-ის ჟურნალის გარეკანზე დიდხანს ფიგურირებდა. ამ ფოტოს ავტორიც

ევგენი სმიტი იყო. სმიტის მიერ 1954 წელს გადაღებულმა ფოტომ სმიტის

პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა. მაგრამ 30 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ

ეს ფოტო ყალბია.... ფოტოს სიყალბე აღმოაჩინა გლენ ვილუმსონმა.

ფოტოში გამოყენებული იყო ერთ დროულად ორი ნეგატიური ფოტო, რომელიც

აწყობილი ჰქონდა სმიტს. Life-ს ჟურნალს ამის ამოცნობა არ შეეძლო, რადგან სმიტი

ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ამის შესახებ არავის არანაირ ინფორმაციას

უზიარებდა!






გაგრძელება იქნება!


იმედია მოგეწონებათ!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





5
195
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
195
  
2015, 17 აგვისტო, 21:07
მომეწონა ველი გაგრძელებას
2015, 15 აგვისტო, 16:36
დიდი მადლობა ჩემი სტიმული შენ ხარ :D:)
2015, 15 აგვისტო, 15:41
ძალიან საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ! თუმცა შენგან აღარ მიკვირს... :)
2015, 15 აგვისტო, 15:19
მადლობთ
2015, 15 აგვისტო, 15:16
გავაზიარე :)
0 1 5