არქიტექტურა ეს აუზი ნებისმიერს გააოცებს! მისი ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენს 2015, 15 აგვისტო, 15:39 დღეს ცოტა ვინმეს თუ გააოცებ საკუთარი აუზით. თუმცა, ზოგიერეთ ხელით შექმნილ წყალსაცავებს შუძლიათ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ ყველაზე გამოუსწორებელ ცინიკოსებზეც კი. მათ შორისაა კერძო აუზი, რომელის შექმნა 2 მილიონი დოლარი დაჯდა. ნამდვილად არ არის გასაკვირი მისი ღირებულება, თუ იმ ფაქტს მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს აუზი არ წარმოადგენს ერთ-ერთი ოლიგარქის კაპრიზს, დაიკმაყოფილოს თავისი ეგო. ეს არის გასართობი კომპლექსი ეკო-სტილში, რომელსაც ნებისმიერი მსურველი შეუძლია ესტუმროს. მდებარეობს ამერიკის ქალაქ სპრინგვილში, იუტას შტატში. აუზი თავისი სტილით იმდენად ერწყმის იქ არსებულ ბუნებას, ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ ის ადამიანის ხელითაა შექმნილი. ის ხომ კლდოვან ლანდშაფტს მოიცავს ჩანჩქერებით და ასევე "მთის" წყაროებს, რაც სტუმრებს ასე ძალიან ხიბლავთ. რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი საკმაოდ ღრმა "მდინარეში" ჩაედინება, სადაც დამსვენებელს არა მხოლოდ კლდიდან შეუძლია გადმოხტეს, არამედ დაივინგითაც დაკავდეს. მთელს ამ სილამაზეს ავსებს უმშვენიერესი მღვიმეები, წყალქვეშა გვირაბები და ფანტანი-გეიზერები. მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, აუზს საკმაოდ პატარა ტერიტორია უკავია. ის მდებარეობს 18X42 მ. მიწის ფართობზე და იტევს დაახლოებით 11 000 ტონა წყალს. ამასთან, კომპლექსი მოიცავს მართვის ავტომატურ სისტემას, გრანიტით მოპირკეთებულ სამზარეულოს - ჩაშენებული უჟანგავი ფოლადის კარადებით, გასახდელს და სააბაზანოებს. 273 5-ს მოსწონს
|