x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ...

ძალიან ხშირად, ჩვენი უმცროსი მეგობრების სიცოცხლე ბედნიერ შემთხვევაზე არის დამოკიდებული. ეს არის ისტორია, რომელსაც სულ სხვა ფინალი შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩაერია შემთხვევა, სწორედ ის ბედნიერი შემთხვევა და ...

პატარა, ბრმა და უპატრონო კნუტი შეიძლებოდა სადღაც ქუჩაში მომკვდარიყო, რომ კეთილ ადამიანებს ის შემთხვევით არ ეპოვათ და სახლში არ წაეყვანათ. და რომ როზი, ასე დაარქვეს კნუტს, მათ სახლში, არ შეხვედროდა ჰასკეს, სახელად ლილოს. ამ ორმა მაშინვე იგრძნო ურთიერთკავშირი. და უკვე ერთი კვირის შემდეგ, როზიმ თვალები გაახილა და დამოუკიდებლად სიარული დაიწყო.

“მას არ შეეძლო ამის გაკეთება პირველ საღამოს, - თქვა ლილოს პატრონმა - როზი ძალიან სუსტად იყო და კოჭლობდა. ის ძლივს მიხოხდა ლილომდე და მიეკრა მას. საოცარია, მაგრამ ძაღლი თითქმის მაშინვე გახდა კნუტისთვის მეორე დედა".

როდესაც როზი იპოვეს, ის ძალიან სუსტად, თითქმის, მომაკვდავი იყო:

როზი და ლილო

საშინელ მდგომარეობაში მყოფი კნუტი, დაახლოებით, 3 კვირის იყო:

როზი და ლილო

როზი და ლილო ერთმანეთს შეხვდნენ და ლილომ როზი იშვილა:

როზი და ლილო

თავდაპირველად, კნუტს ბევრი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ

როდესაც სითბო და ყურადღება იგრძნო, გამოჯანმრთელება დაიწყო:

როზი და ლილო

მას შემდეგ, როზი კარგად გრძნობს თავს და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით:

როზი და ლილოლილოს არასოდეს ჰყოლია საკუთარი ლეკვები

როზი და ლილო

მაგრამ შესაძლებელია, დედობა მისი მოწოდებაა?

როზი და ლილო

ახლა როზო 3, 5 თვის არის და ის ბედნიერია თავის ახალი ოჯახში

როზი და ლილო

კნუტი, თავის ახალ დედასთნ ერთად, სასეირნოდაც კი დადის

როზი და ლილო

ლილო, ცხოველთა სამყაროში, გამონაკლისი არ არის. ბევრ ცხოველს აქვს “ოქროს" გული და თანაგრძნობის უნარი. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ეს უნარი მათში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანების შემთხვევაში. ქვემოთ კიდევ რამოდენიმე საოცარი ისტორია არის მოთხრობილი “ოქროსგულიანი" ცხოველების შესახებ:

ბუ გენდალფი საკუთარი კვერცხებიდან ბარტყების გამოჩეკვას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამიტომ, პატრონმა მას ბატის კვერცხი დაუდო და როდესაც ჭუკი

გამოვიდა, მან ისე მიიღო, როგორც საკუთარი.

ცხოველები “ოქროს" გულით

ლაბრადორმა ლიშამ, დაახლოებით 30 ახალშობილი გამოზარდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით დედების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. მათ შორის იყვნენ ვეფხვები, გოჭები, გეპარდი და ბეჰემოთიც კი.

ცხოველები “ოქროს" გულით

ორანგუტანგ ჰანას, რომელიც საფარა-პარკში ცხოვრობს, სამხ. კალიფორნიაში, უყვარს უპატრონოდ დარჩენილი ლომების მოვლა და მათზე ზრუნვა, ვიდრე ისინი ფეხზე მყარად არ დადგებიან და თავის დაცვას შეძლებენ.

ცხოველები “ოქროს" გულით

სურია, 3 წლის ორანგუტანგი, განადგურებული იყო მწუხარებისგან, როდესაც მას მშობლები დაეხოცა. ზოოპარკის თანამშრომლები მას საჭმელსაც ვერ აჭმევდნენ. მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სურია როკოს შეხვდა. მოხუცი და ავადმყოფი ძაღლი, ზოოპარკში, შემთხვევით მოხვდა და მას შემდეგ, სურიამ მთელი თავისი ყურადღება, ძაღლის მოვლაზე გადაიტანა.

ცხოველები “ოქროს" გულით

ძაღლი მშობიარობის დროს დაიღუპა. დარჩა ობლად პატარა ლეკვი და დაიწყო წკმუტუნი“როგორც ახალდაბადებულმა ლეკვებმა იციან ხოლმე. პატრონმა არ იცოდა რა გაეკეთებინა და დახმარება იქიდან მოვიდა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ლეკვის წკმუტუნმა კატის ყურადღება მიიქცია, რომელიც ორი დღის წინ დედა გახდა. ის მივიდა ლეკვთან, ჯერ ეჭვის თვალით შეხედა, შემდეგ დასუნა, უეცრად ლეკვმა წკმუტუნი შეწყვიტა და კატას მიეკრა. კატასაც ბევრი აღარ უფიქრია, ჩაავლო პირი ქეჩოში და თავის კნუტებთან წაიყვანა. ჯერ გალოკა, ისე როგორც საკუთარ კნუტებს ლოკავდა, შემდეგ კი, აჭამა. კატამ ლეკვი ოჯახში მიიღო და საკუთარი შვილებისგან არ არჩევდა.

ცხოველები “ოქროს" გულით

ცხოველებში, შვილად აყვანის ფაქტი ძალიან ბევრია. მაგალითად:

ცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულით

ცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულით
ცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულით

ცხოველები “ოქროს" გულითხშირია, სხვადასხვა ჯიშის ცხოველებს შორის, მეგობრობის ფაქტებიც:

ცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულითცხოველები “ოქროს" გულით

0
320
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0