სხვა 11 ზომა-ყველაზე დიდმკერდიანი ქალი უკრაინაში 2015, 13 აგვისტო, 9:21 26 წლის ნადეჟდა შერბანის მკერდი რეკორდების წიგნში მოხვდა.
ყველაზე დიდმკერდიანი ქალი უკრაინაში ქალაქ ვინიცაში ცხოვრობს.იგი 26 წლისაა და ატარებს 11 ზომა მკერდს. იგი პირველად ერთ-ერთ უკრაინულმა ტელეარხმა მოძებნა გადაცემისთვის "Убийственный размер", ტელეპროექტის მესვეურები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომელებსაც უზომოდ დიდი სხეულის ნაწილები აქვთ:დიდი ტუჩები, გრძელი ფეხები, დიდი მკერდი და ა.შ. ტელეპროგრამაში მიიწვიეს ნაციონალური რეკორდების რეესტრის წარმომადგენელები, რომლებმაც ოფიციალურად დაადასტურეს რეკორდი. მას გადასცეს სერთიფიკატი-"ყველაზე დიდი ნატურალური მკერდი უკრაინაში". გოგონამ განაცხადა, რომ დიდი მკერდი გენეტიკურია და წინაპრებიდან მოსდევს.დაწყებული ბებიიდან და დამთავრებული დით. ახალგამომცხვარი რეკორდსმენი მშვიდად აღიქვამს თავის მკერდს.აი საზოგადოება კი ხშირად დიდ ყურადღებას იჩენს მის მიმართ და ქუჩაში მიუთითებენ, ქალი-დირექტორები სამსახურში არ იღებენ.ხშირად წაუკითხია სოციალური ქსელებში მის მიმართ გამოთქმული სალანძღავი სიტყვებიც. ნადეჟდამ აღნიშნა, რომ უკვე შემოთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან ფოტოსესიისთვის. 234 4-ს მოსწონს 1-ს არა
|