პროფილაქტიკა რა სარგებლობის და ზიანის მოტანა შეუძლია თხილეულს ჩვენი ჯანმრთელობისთვის 2015, 12 აგვისტო, 19:20 თხილეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ უძველეს წარსულში იცოდნენ. მედიცინის მამა ჰიპოკრატე თვლიდა, რომ მისი მიღება განსაკუთრებით მათთვის არის აუცილებელი, ვისაც კუჭი, ღვიძლი და თირკმელები აწუხებს. თუმცა ისევე როგორც ბევრი სხვა პროდუქტის, თხილეულის მიღება უხვი რაოდენობით დაუშვეებელია, რადგანაც მას შეუძლია როგორც დიდი სარგებლობის მოტანა ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე, როგორც აღმოჩნდა, ზიანისაც. კაკალი – სასარგებლოა გულისთვის ყველა თხილეული შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ კაკალში გაცილებით დიდი რაოდენობითაა ალფა-ლინოლენური მჟავა, რომელიც ეხმარება გულის არითმიისას, ასევე რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ამისათვის დღეში რვა ცალი კაკალი უნდა მიირთვათ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა: A1, B1, B2, E, PP, C და ასევე, შეიცავს იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს... ზოგადად კაკალს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიანემიური, ბაქტერიოციდული, ანტისკლეროზული და თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური დაავადებების შემაფერხებელი თვისებებიც კი. მიწის თხილი ანუ არაქისი – სასარგებლოა ტვინისთვის სინამდვილეში მიწის თხილი პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, მაგრამ ბევრი მას თხილეულს მიაკუთვნებს. არაქისში არის ნიკოტინის მჟავა, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ტვინისთვის, რადგან ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას, რაც დამატებით დაცვას წარმოადგენს ალცჰეიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტური დარღვევების განვითარების წინააღმდეგ. არაქისი ძალიან კარგი არჩევანია ვეგეტარიანელებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამას გარდა, ისევე როგორც სხვა თხილეული, დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინისათვის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინ E-ს. პეკანი – ცუდი არჩევანი მათთვის, ვინც დიეტაზეა
ნუში – ყველაზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა უნდა
ბრაზილიური კაკალი – სასარგებლოა მამაკაცებისთვის ბრაზილიური კაკალი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც ებრძვის პროსტატის კიბოსა და სხვა მამაკაცურ დაავადებებს. ერთი კაკალი ამ მინერალს დღიურ ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას – შესაძლოა II ტიპის დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. ასევე, პოზიტიურად ზემოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით. თხილეულისა და ხილის ნაზავი
თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის
5 ცალი გარგრის ჩირი (კურაგა) 5 ცალი ქიშმიში 1 ცალი ლეღვის ჩირი 1 ცალი შავი ქლიავის ჩირი 5 ცალი ნიგოზი 5 ცალი ნუში 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მარტივი რეცეპტია თქვენი ხერხემლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიიღეთ ყოველდღიურად ძილის წინ ვახშმობიდან ორი საათის მერე 1 თვის მანძილზე, შემდეგ დაისვენეთ. ყველა ამ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ მალთაშუა დისკების ქსოვილების აღდგენას და ხერხემლის მალებს უფრო მეტ ელასტიურობას ანიჭებენ. 2953 6-ს მოსწონს
|