x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138533
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
რომელ თითზე და როგორ ვატაროთ სწორად ბეჭედი - ეს ბევრმა არ იცის!

image
ბეჭედი - ეს მშვენიერი აქსესუარია, რომელსაც მოხდენილობის მინიჭება შეუძლია ნებისმიერი მოდურად ჩაცმული ქალისა თუ მამაკაცისთვის. იგი არა მარტო სამშვენისია, არამედ ერთგვარი თილისმაც, რომელიც ადამიანს უარყოფითი გავლენისგან იცავს.


ადამიანის სხეული დახაზულია მერიდიანებით, ხოლო ენერგია, რომელიც მათ ქვეშ მოძრაობს, ჩვენში კიდურებიდან შემოდის. თითზე გაკეთებული ბეჭედი აჩერებს უარყოფით ენერგიას და არ უშებს მას ჩვენს ორგანიზმში.

ასტროლოგიისა და ქირომატიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყოველი თითი კონკრეტულ პლანეტასთან არის დაკავშირებული. თუ ბეჭედს საჭირო თითზე გავიკეთებთ, იგი დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

თუ ბეჭედს საჩვენებელ თითზე გავიკეთებთ, გავააქტიურებთ იუპიტერს, რომელიც ძალაუფლებაზეა პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო თავდაჯერებული
და მიზანმიმართული ხდება. იუპიტერი ასევე წარმატების, ოპტიმიზმისა და გულუხვობის პლანეტაა.

შუა თითი (პლანეტა სატურნი და დედამიწის სტიქია) მემკვიდრეობაზეა პასუხისმგებელი. ამ თითზე უნდა ვატაროთ მემკვიდრეობით მიღებული ბეჭედი, რაც სულიერად გაგვაძლიერებს.

ჰაერის სტიქიის გასააქტიურებლად (მზე), ბეჭედი უნდა გავიკეთოთ არათითზე. ამით მოგვემატება შთაგონება და შემოქმედებითი პოტენცია. თუ არათითზე ახლობელი ადამიანის მიერ ნაჩუქარ ბეჭედს გავიკეთებთ, ეს დაგვეხმარება პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაში.


ნეკა თითზე გაკეთებული ბეჭედი პასუხისმგებელია წყლის სტიქიაზე (მერკური). ეს არის ადამიანის დამოუკიდებლობის ან მისკენ სწრაფვის სიმბოლო. მერკური ხელს უწყობს ასევე გონებრივ მუშაობას და აუმჯობესებს ინტელექტუალურ ენერგიას.

1
3408
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3408
  
2015, 12 აგვისტო, 15:17
ჰაერის სტიქიას განვეკუთვნები და ერთადერთი (ვინაიდან დიდად არ მხიბლავს სამკაულები) და ჩემთვის ძვირფასი ბეჭედი სწორედ მარცხენა ხელის არათითზე მიკეთია.
0 1 1