x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი: "დამპალი სააკაშვილი! ჩამოართვა ხალხს ქართველობა"

image
ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი ბათუმში ისვენებს. დაძაბული სანუშაო გრაფიკის შემდგომ მან არჩევანი ზღვაზე შეაჩერა, რადგან აქტიური დასვენების მოუვარულია. ნუკი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: "დამპალი სააკაშვილი!!!! რას დაამსგავსა ბათუმი, ფაქტობრივად ჩამოართვა ხალხს ქართველობა, მაგას ქართველი კაცი სულელი ეგონა, მეტი საქმე არ აქვს, დაგებულ გზებზე იაროს და კიდევ უარესი ყოველდღე, წყალი რომ მოდის, იბანაოს კიდეც.... იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ტურისტებით გაძეძგვა ქალაქი და ამდენი ინვესტიციისგან, ვინ იცის ლარი არ გაძვირდებოდა, კიდევ კარგი ბათუმმა ხმა მისცა ბიძინას!!!!!!! უფასო ფულს და მარგებელ ჭირს გაუმარ.... ჯოს!!!".

ნუკი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერია. მას შემდეგ, რაც ნინა სუბლატმა ევროვიზიაზე სასურველი ადგილი ვერ აიღო მან მომხდარი პოლიტიკურ მოტივებს დააბრალა:

"ნინამ იმღერა არაჩვეულებრივად!!!! წამიერად, მაგრამ მაინც გაგვაერთიანა საქართველო, იმიტომ წამიერად, რომ წაგებისთანავე, ჩვენ დავიწყედ დამნაშავეების ძებნა, სასულიერო პირებმა სატანისტური მოტივები დაიწუნეს, თუმცა სატანისტური სკამაოები, რომლებმაც ნოდიკოს და სოფოს წარმატებას, იმავე კონკურსზე, ხაზი გადაუსვეს, არ გახსენებიათ... დამნაშავე ვარ მე და შენ, რომ ჩვენი ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია, ეს იყო ხალხის არჩევანი.... ზუსტად ვიცი, ჩვენ არ გველოდება გამარჯვება, არსად სანამ მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში და არ დაგვაჯერებს ჩვენ რომ სინგაპური ვართ, ვართ ევროპა და პროგრესი, მერე ამას მართლა მთელი მსოფლოი დაიჯერებს!!!! ნინას გამოსვლა, მაგარი და განსხვავებული იყო, მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები, მე მიყვარს საქართველო და მჯერა რომ მართლაც ნიჭიერები და კარგები ვართ და ოდესმე როგორც ერთ დღეს უშუქობა წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ასევე წავა წარუმატებლობაც..."-ამტკცებდა ნუკი.image

1
1609
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1609
  
2015, 12 აგვისტო, 16:50
მიშას ბო ძი
0 1 1