შოუბიზნესი მამულიჩა თემურ თათარაშვილმა "ჩაუშვა?"-მომღერალი ბრალდებებს პასუხობს, "ქვა იმან მესროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია" 2015, 20 ივლისი, 18:39 გაზეთი "კვირის ქრონიკა" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კახა მამულაშვილი უკვე დიდი ხანია მიზანში ჰყავდათ ამოღებული. პროდიუსერი, სავარაუდოდ, მომღერალმა თემურ თათარსშვილმა "ჩაუშვაო". "ახლა ვის უნდა ჩაუვარდეს ფეხებში ლელა წურწუმია, ბიძინა ივანიშვილს? ვნახოთ, ასეთ ადამიანებს მსგავსი რაღაცების კეთება ნამდვილად არ უჭირთ?"-ნათქვამია სტატიაში. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი თემურ თათარაშვილს აუგად მოიხსენიებს, მეორენი კი ამ ყველაფერს ჟურნალისტების პროვოკაციად თვლიან. "ჩემს ბავშვობაში უფროსები ერთ ანეგდოტურ შემთხვევას იხსენებდნენ: ტიპს უარი უთხრეს სამსახურში მიღებაზე იმიტომ, რომ ვიღცას უთქვამს, მაგას პოლიციაში რაღაცაზე ქონდა საქმეო. დააკონკრტეეო, თხოვეს ენამწარეს: „შუბი“ მოპარვას ეხებოდაო... არ ვიცი ზუსტად, მაგან მოიპარა თუ მაგას მოპარესო... ამ სიტუაციას ჰგავს დღეს ფეისბუქში გავრცელებული ამბავი, რომელსაც, ალბათ, საფუძველი მისცა „კვირის ქრონიკაში“ ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულმა წერილმა. ზედელაშვილმა არ იცის, თათარაშვილმა ჩაუშვა მამულიჩა თუ მამულიჩამ თათარაშვილი. არ იცის, მაგრამ მაინც წერს, ამტკიცებს... არავითარი ეჭვი! არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია! როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს! კატეგორულად ვაცხადებ, რომ „ჩაშვებასთან" დაკავშირებული აშკარა ბოდვა ჯურნალისტ გელა ზედელაშვილისა და მისი „წყაროს'' ფანტაზიის ნაყოფია! ამის შესახებ პირადადაც ვაცნობე ტელეფონით საუბრისას ამ ჭორიკნობის ავტორს. ისიც ვიცი, რომ მისი „შემოქმედებითი სტილიდან“ გამომდინარე, ამ ჩემ სატელეფონო ზარს გაგრძელება ექნება, რასაც მე ადექვატურად გამოვეხმაურები–დავდგები სამართლებლივ გზაზე. ძალიან მეწყინა, რომ კახა მამულაშვილის დაკავებასთან დააკავშირა ჩემი გვარი იმ გაზეთმა, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ და რომელსაც არაერთგზის გამოუქვეყნებია ჩემი ინტერვიუ თუ ჩემს კონცერტებთან დაკავშირებული მასალა. და ბოლოს ვიტყვი: თავის დროზე, ნებსით თუ უნებლიეთ, დავუშვი შეცდომა და ეს ჩინებულად გამოიყენა სახელისუფლებო თუ მასთან დაახლოვებულმა იმ ჯგუფმა, ვინც არ მაპატია ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, უარი „სპეციალიზებულ“ სანახაობებში მონაწილეობაზე, განსაკუთრებით, საჯარო გამოსვლები მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გასხვისების მცდელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე. სამართლიანად თუ უსამართლოდ, კანონიერად თუ უკანონოდ მომისაჯეს თავისუფლების აღკვეთა და საკმაო დრო მამყოფეს ციხეში. ახლა რაო, რას მიკიჟინებს ჟურნალისტი, რას მაბრალებს? არ მამყოფინა ის მკაცრი სასჯელი, ჩირქსაც რომ ცხებს ჩემს სახელს? ყველამ (მათ შორის ამ ჟურნალისტმაც და მათ), ვინც ხელების ფშვნეტით შეხვდა ამ ბინძური მასალის გამოქვეყნებას, თავიანთ რეპუტაციას მიხედოს, თავის გულში ჩაიხედოს... ნუ უხარიათ ადამიანის გადაცდომა, წაფორხილება, შეცდომა... ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია!"-წერს თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელსში. 1802 5-ს მოსწონს
|