x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ბავშვები და კომპიუტერი- აუცილებლად წაიკითხეთ
კომპიუტერი (ინგლ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.


როგორც წესი, კომპიუტერი შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან, რომელი, პროცესორისგან და კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას.მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება.


მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საომარი ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა მექანიკური ანალოგური კომპიუტერი. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები. თავდაპირველად ასეთი კომპიუტერი დიდი ოთახის ზომის იყო და მოიხმარდა ელექტროენერგიას, რომლის რაოდენობა უდრის დღევანდელი რამდენიმე ასეული პერსონალური კომპიუტერის მიერ მოხმარებულ ენერგიას.


თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს. მარტივი კომპიუტერები თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კომპიუტერები იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას. თუმცა, რაოდენობით ინტეგრირებული კომპიუტერები უფრო მეტია - ციფრული აუდიო პლეერებიდან საბრძოლო საფრენ ტექნიკამდე და სათამაშოებიდან ინდუსტრიულ რობოტებამდე.



ტექნოლოგიების ამ თვალსაზრისით განვითარებამ კი გამოიწვია საუკუნის სენი- ე.წ. კომპიუტერზე დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა. პროგრესის მოყვარული მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო ადრე დაეუფლება მათი შვილი კომპიუტერს, მით უკეთესია.

image


ზოგჯერ ბავშვი მთელს დღეს ამ გონიერ მანქანასთან ატარებს, ბედნიერი მშობლები კი შესქერიან და ფიქრობენ, რომ "ბილ გეითსი" ეზრდებათ. (William Henry "Bill" Gates-ი კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია).


ინგლისელი ფსიქოლოგების კვლევის საფუძველზე, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ვინაიდან კვლევებმა ცხადყო, რომ კომპიუტერისაკენ სწარფვამ შესაძლოა 10 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება შეაფერხოს და დათრგუნოს მოძრავი თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის ინტერესი.

image


ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კომპიუტერთან მეტისმეტად ინტენსიურმა კონტაქტმა არაადეკვატური რეაქციები გამოიწვიოს. ერთ-ერთი "გვერდითი ეფექტია" პატარა "პროგრამისტის" მისწრაფება, ყველაფერი პირადად გამოსცადოს. თუ ეს ჩვევა მოზრდილი ადამიანისთვის არცთუ ისე ცუდია, ბავშვს ის დიდ საფრთხეს უქადის- შესაძლოა პატარას დაერღვეს თავდაცვის ელემენტარული ინსტიქტი.


გარდა ამისა, ადრეულ ასაკში კომპიუტერთან მუშაობა ხელს უშლის ყურადღების კონცენტრირების უნარისა და წარმოსახვის განვითარებას.


image



როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში შვილთან?!


აქვს თუ არა თქვენს შვილს კომპიუტერული დამოკიდებულება, მარტივად შემოწმდება. თუ ბავშვი ნახევარ საათზე დიდხანს გულს ვერ უდებს სხვა გასართობს და ისევ მონიტორს უბრუნდება - დროა, იმოქმედოთ. ყვირილი, ჩხუბი, ნერვიულობა დაივიწყეთ, ეს აბსოლუტურად უშედეგოა. მეტი ტაქტი გამოიჩინეთ, შეეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ ბავშვს, ხელი შეუწყოთ ის აკეთოს, რაც კომპიუტერულ დამოკიდებულებამდე აინტერესებდა, აუხსნათ, რომ თამაში მისთვის ძალიან მავნებელია და სხვა რამით უნდა გაერთოს. არ დააძალოთ, მხოლოდ ურჩიეთ. ნუ დაუწესებთ კომპიუტერთან ჯდომის გრაფიკს, თორემ მთელ დღეს საათების თვლაში გაატარებს და გულს ისედაც ვერაფერს დაუდებს. კომპიუტერის სახლიდან გატანაც არ არის გამოსავალი. ეს მეთოდი მაშინ "მუშაობს", როცა ეს პრობლემა საწყის სტადიაშია. კრგი იქნება, თუ ახალ წრეზე ან სპორტულ სექციაში შეიყვანთ. ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ სცადოთ და ბავშვს კომპიუტერის სხვა, უფრო სასარგებლო პროგრამები შეასწავლოთ.



ერთად ვიზრუნოთ შვილების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.


image


2
532
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
532
  
2015, 10 აგვისტო, 22:38
კარგია იინ, მეც გამიმართლა :)
2015, 10 აგვისტო, 22:37
მადლობა ღმერტს ჩემს ეს სენი არ ჭირს,უყვარს მაგრამ მის გარეშეც კარგადაა და თამაშობს
0 1 2