საზოგადოებრივი რისი თქმა შეუძლია ძილის პოზას ადამიანის შესახებ? 2015, 9 აგვისტო, 10:03 გვერდზე წოლა, ნახევრად მოღუნული ფესებით თქვენ მშვიდი და საიმედი ადამიანი ხართ. ადვილად ვერავინ გაგაბრაზებთ, არ გეშინიათ მომავლის. ადამიანები, რომლებსაც ამ ფორმაში სძინავთ, ადვილად ეგუებიან მათ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს.ემბრიონის პოზა თქვენ ხშირად გესაჭიროებათ დახმარება, გაგება და თანაგრძნობა. ძილის დროს, ასეთ ჩახვეულ მდგომარეობაში, თითქოს ემიჯნებით ირგვლივ არსებულ ყველა პრობლემას. შეეცადეთ თქვენი ნიჭის რეალიზაცია მოახდინოთ: ხატეთ, ისწავლეთ ცეკვა, შექმენით საკუთარი ბლოგი... და ყველაფერი კარგად იქნება.მუცელზე წოლა, ხელებისა და ფეხების ყველა მიმართულებით გაშლა ასე ჭეშმარიტ ლიდერებს სძინავთ. ისინი, ჩვეულებრივ, იმპულსურები და ინიციატივიანები არიან. მიზანდასახულობისა და დაჟინებულობის გამო, ასეთი ადამიანები სწრაფად აღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას. ზურგზე წოლა ასე, ჩვეულებრივ, წმინდანებს და მეფეებს სძინავთ. თუ თქვენც ასე იძინებთ, ჩათვალეთ, რომ მათ შორის ხართ. ცხოვრებაში პოზიტიური და მხიარული ბრძანდებით, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გართობა მეგობრებთან ერთად. მუშაობის დროს, მიზანდასახული და რაციონალური, გიყვართ სიმართლის პირში თქმა. უფრო ხშირად, ასე მამაკაცებს სძინავთ. მაგრამ ამ ქვეყანაზე, “რკინის ლედებიც" არსებობენ.ზურგზე წოლა, ხელები სხელის პარალელურად თქვენ გაწონასწორებული პიროვნება ხართ. რომელსაც აქვს მიზანი ცხოვრებაში და ისწრაფვის მისკენ. ხართ მკაცრი, პედანტური და მომთხოვნი. მაგრამ, ყველაზე მეტად მომთხოვნი, საკუთარი თავის მიმართ ხართ.მუცელზე წოლა, მოხრილი ცალი ფეხით თქვენ არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ და მუდმივად თავგადასავლებს იზიდავთ. გახასიათებთ ხასიეთის რადიკალური ცვლილება, რაც მსუბუქ შოკში აგდებს ირგვლივ მყოფებს. წუთში არამიწიერი ნაზი არსებიდან, შეგიძლიათ მრისხანე პირივნებად იქცეთ, და პირიქიდ. მაგრამ ცხოვრებაში და მუშაობისას, სტაბილურობა, სიმშვიდე და წესიერება გირჩევნიათ.თუ ყოველ ჯერზე, სხვადასხვა პოზაში გძინავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მრავალმხრივი ადამიანი ბრძანდებით. 333 12-ს მოსწონს
|