როგორ გადაუხადა სამაგიერო მეგობარმა მეგობარს საშინელი ხუმრობისათვის
2015, 8 აგვისტო, 12:06
ალბათ ბევრმა ნახა დაახლოებით ამ ერთი თვის წინ you tube-ზე დადებული ვიდეო, სადაც ერთი მეგობარი მეორე მძინარე მეგობარს ელექტროხერხით აშინებს.
ორი მეგობარი ნორვეგიიდან შვეციაში მიემგზავრებოდა, გზად პალ მარიუსს ჩაეძინა, მისმა მეგობარმა ტომმა, რომელიც საჭესთან იჯდა ისარგებლა შემთხვევით, გააჩერა მანქანა, გახსნა საბარგული, ამოიღო იქიდან ელექტროხერხი(ხერხი წინასწარ ამოაცალა უსაფრთხოების მიზნით) და მძინარე მეგობარს ყელთან მიუტანა.
ვიდეო YouTube -ზე დაიდო და ერთ დღეში 300 000 ნახვაზე მეტი ჰქონდა, მომხმარებელმა ამ ვიდეოს "ყველაზე დროის ყველაზე სასტიკი ხუმრობა" უწოდა.
"მეგონა, რომ ჩემი აღსასრულის დღე დადგა"-აღნიშნა მოგვიანებით მარიუსმა ერთ-ერთ ნორვეგიულ გაზეთთან ინტერვიუში.
მაგრამ სულ ახლახან ინტენრეტსივრცეში, კერძოდ youtube-ზე გამოჩნდა ამ ამბის გაგრძელება.ტომი ვერც წარმოიდგენდა, თუ რა სასტიკ სამაგიეროს უმზადებდა მარიუსი. თვით საშინელებათა ფილმების მამამთავარს, ალფრედ ჰიჩკოკსაც კი შეშურდებოდა. თუმცა ინტერნეტ მომხარებლების ნაწილს უკვე საფუძვლიანად ეჭვი ეპარებათ ვიდეოს იდენტურობაში.ახლა ეჭვობენ, რომ მეორე ვიდეოდან გამომდინარე შესაძლოა პირველიც გათამაშებული იყო.
ასეა თუ ისე, ქვემოთ ვიხილოთ ვიდეო, თუ როგორ გადაუხადა სამაგიერო მარიუსმა ტომს.