სისხლის სამართალი ტრანსგენდერ საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო 2015, 7 აგვისტო, 15:20
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივმთკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს"–ნათქვამი იყო სამართალდამცვების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს სასამართლო გაიმართა, რომელზეც მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი 108-ე, განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო. ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენისა და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემის გამო მიესაჯა. 1444 4-ს მოსწონს
|