პირველად ეს ფუმფულა არსებები ჩინეთში, ტიან-შანის მთებში, სინციანის პროვინციაში, 1983 წელს შენიშნეს ეკოლოგებმა. მას შემდეგ, კიდევ 90-იან წლებში ნახეს და შემდეგ, გაქრნენ. იმის გამო რომ რაოდენობრივად ძალიან ცოტანი არიან და ხალხსაც იშვიათად ეჩვენებიან, მათ “ჯადოსნური კურდღლები" დაარქვეს. “ჯადოსნური კურდღლები" კურდღლისებრთა ოჯახს ეკუთვნიან, ზრდასრული ცხოველის სიგრძე, დაახლოებით, 20 სმ-ა. 90-იან წლებში, ეს ცხოველები, ტიან-შანის 6 რაიონში დააფიქსირეს. დღეს კი მხოლოდ 4 რაიონში ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდ და თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ შეიცვლება, საერთოდ ამოწყდებიან. საქმე იმაშია, რომ ეს ძუძუმწოვრები მაღალ მთებში ცხოვრობენ და გლობალური დათბობის გამო, იძულებულები არიან უფრო მაღლა ავიდნენ, იქ კი, უკვე სალი კლდეები იწყება. გარდა ამისა, მათ ხმა საერთოდ არა აქვთ და ერთმანეთს საფრთხის შესახებ ვერ აფრთხილებენ. სავარაუდოდ, 90-იანი წლების შემდეგ, მათი რიცხვი განახევრებულია.