სისხლის სამართალი ორმა ქართველმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად ლიუბერცის სასამართლოზე პირი ამოიკერა 2015, 7 აგვისტო, 11:09 ორმა ქართველმა, რომლებიც ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები პირი ამოიკერა პროტესტის ნიშნად ლიუბერცის(მოსკოვის ოლქი) სასამართლოზე.ისინი აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია.
ისტორია: 2014 წლის დეკემბერში დაზარალებული წინასწარ შეუთანხმდა ვინმე არმენას, რომლისგანაც უნდა ეყიდა 40 კილოგრამი ვერცხლი და 720 გრამი ოქრო.გამყიდველი ძვირფას ლითონებში 2, 3 მილიონ რუბლს ითხოვდა. დაზარალებულმა ყოველ შემთხვევისთვის უფრო მეტი თანხა ჩაიდო ჯიბეში და გაეშურა გამყიდველთან შესახვედრად, თუმცა ზუსტი მისამართი და შეხვედრის ადგილი მისთვის უცნობი იყო.დროდადრო ძვირფასი ლითონების გამყიდველი დაზარალებულს ტელეფონით ეხმიანებოდა. ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას დაზარალებულს(სასაფლაოს სიახლოვეს) თავს დაესხნენ, გახადეს ქურთუკი, სადაც არშემგარ მყიდველს 2, 6 მილიონი რუბლი ედო. პოლიციამ 2015 წლის იანვარში ძარცვაში ეჭვმიტანილები დააკავა: ლევან ჯოლოხავა და გიორგი ფიფია, თუმცა ორივე მამაკაცი აცხადებდა, რომ უდანაშაულოები არიან და აქვთ ალიბი. 6 აგვისტოს ლიუბერცის სასამართლოზე ეჭვმიტანილებმა სამედიცინო ნემსით და ძაფით პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს.ამის შემდეგ ლევან ჯოლოხავა ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი გიორგი ფიფია იზოლატორში დააბრუნეს. როგორც ჯოლოხავას ადვოკატი დავიდ მელქონიანი აცხადებს "დილით 10 საათზე უნდა მივეღეთ, თუმცა ყველაზე ბოლოს შეგვიშვეს.შედეგად 18.30 წუთზე დაამთავრეს მოსმენა.მედიკოსებს 20 წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ დარბაზში.ყველა შოკში იყო." ჯოლოხავა და ფიფია ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ ყველა ბრალდება შეთითხნილია. ადვოკატი აპირებს მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას. 224 4-ს მოსწონს
|