დღეს-დღეობით სოც-მედია ძალიან აქტუალური და პოპულარულია.
სოციალური მედიის საშუალებით უკვე წლებია შესაძლებელია თანხის გამომუშავება.
თანხის გამომუშავება ხდება რამოდენიმე ხერხით: სოციალური საიტებით,
ონლაინ გაზეთებით, სიახლეების საიტებით და ონლაინ მარკეტინგით.
ზუსტად, ამ სოციალური მედიის რეკლამირების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი
გახლავთ, ელკო როუსი. როუსმა თავისთვის პატარა ონლაინ ბიზნესი მოიწყო.
ის აზიარებს ინსტაგრამის გვერდზე, საკმაოდ მსხვილი და მაღალანაზღაურებადი
მსოფლიოდ ცნობილი ბრენდების სარეკოლამო ფოტოებს, რომლებსაც ასევე თავად იღებს და ამზადებს.
როუს ჰყავს ინსტაგრამზე 500 000 ზე მეტი გამომწერი, თავად მუშაობდა 10 წლის
განმავლობაში ჰოლანდიაში, ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიაში, IBM-ში.
ბოლო წლებში ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობის მომატებასთან ერთად,
როუსი სხვა მსხვილ კომპანიების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა, რის შედეგადაც
სამსახური დატოვა და ოფიციალურად ინსტაგრამზე მუშაობა დაიწყო....
ელკო როუსის ეს არჩევანი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მისი თვიური ხელფასი
ძველი სამსახურის ხელფასის ხუთმაგს უდრის....
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი