ცომეული სიმითი - უგემრიელესი თურქული ბლითები 2015, 5 აგვისტო, 11:57 ![]() სიმითი - სეზამის მარცვლებმოყრილი თურქული ბლითები თურქეთში ნამყოფი ყველა ტურისტისთვის კარგადაა ნაცნობი. მას ქუჩაშიც ყიდიან და ძვირადღირებულ სასტუმროებშიც მოგართმევენ. ზემოდან ხრატუნა ქერქი და შიგ ჰაეროვანი რბილობი, რომელსაც, როგორც წესი თაფლში ან მურაბის წვენში ავლებენ და თბილს მიირთმევენ. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, სცადეთ! ![]() ინგრედიენტები: ფქვილი(450 გ); შაქარი (25 გ); წყალი (230 მლ); მარილი; საფუარი (1 პატარა ზომის პაკეტი); ზეთი (30 მლ); თაფლი (35 მლ); სეზამის მარცვლები. მოვზილოთ თხელი ცომი სფუარის, მარილის, 130 მლ. თბილი წყლის, შაქრისა და 225 გ. ფქვილისგან. ![]() ![]() 2 საათის შემდეგ გავყოთ 6 ნაწილად, თითოეულ ნაწილს მივცეთ მოგრძო ფორმა, ისევ შევფუთოთ და სითბოში მოვათავსოთ 1 საათით. ![]() ![]() ცხელ წყალში გავხსნათ თაფლი, ამოვავლოთ მასში უკვე ამოფუებული სიმითები, შემდეგ კი ამოვავლოთ სეზამის მარცვლებში. ![]() გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, 10 წთ. ![]() ![]() 2154 9-ს მოსწონს
|