x
image
natia.a
ნახევრად ფენოვანი ცომი (ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის და ა.შ.)

image
ნახევრად ფენოვანი ცომით მომზადებული ხაჭაპური თუ ლობიანი დღეს ალბათ ყველაზე პოპულარულია. გამოცხობის შემდეგ ამგვარი ცომი უფრო რბილია, ვიდრე უბრალოდ ფენოვანი. ხოლო ჩვეულბრივ საფუარიან ცომთან შედარებით, ამ ცომის ხანგრძლივად შენახვა შესაძლებელია. შეგიძლიათ მოზილოთ, შედოთ მაცივარში და დარწმუნებული იყოთ, რომ 3-4 დღის შემდეგად მშვენიერ შედეგს მიიღებთ.


მოკლედ, დავიწყოთ ინგრედიენტებით:


400 მლ. თბილი წყალი,

3 ს.კ. ზეთი,


3 ს.კ. ღვინის ძმარი,

1 ს. კ. საფუარი,

1 ჩ.კ. შაქარი,

500 გ. კარაქი (ან მარგარინი),

მარილი გემოვნებით,

ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.


თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.


ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაყენებლად.



0
10972
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
10972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0