ცომეული 10 საიდუმლო, რომელიც კარგი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებათ 2015, 11 იანვარი, 12:56 ბლინი - ერთი შეხედვით ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ცომეულია. მაგრამ ყველა, ვინც კი ერთხელ მაინც სცადა ამ ცომეულის მომზადება, დამეთანხმება, რომ კარგი ბლინის მომზადება არც ისე ადვილია. ამიტომ გთავაზობთ 10 რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სასურველი შედეგის მსაღებად.
1. უშუალოდ მომზადების დროს აუცილებლად გაცერით ფქვილი - ამით ფქვილს ჰაერი შეერევა და ცომი ჰაეროვანი გამოვა. 2. გამოიყენეთ მხოლოდ ახალი კვერცხი. 3. მარილი (და შაქარიც, იმ შემთხვევაში, თუ კვერცხს არ ვხმარობთ!) ცალკე ჯამში შეურიეთ სითხეს, რომელსაც ბლინისთვის იყენებთ. შემდეგ კი გაფილტრეთ, რათა მარილისა (და შაქრის) გაუხსნელი კრისტალები ცომში არ შეყვეს, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ბლინისთვის. 4. მომზადებსას აუცილებელია თანმიმდევრობის დაცვა: ცალკე ჯამში გვაქვს სითხეში გახსნილი შაქარი და მარილი (+ნებისმიერი სასურველი სველი ინგრედიენტი), რომელსაც ცალკე ჯამში გაცრილ ფქვილში (+ნებისმიერი სასურველი მშრალი ინგრედიენტი) ჩავასხამთ წვრილ ნაკადად და განუწყეტლივ ვურევთ. 5. ფქვილში შერევამდე ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ასევე ცალკე ათქვიფეთ გულები შაქართან ერთად. ცომში ჯერ გულები შეურიეთ და კარგად მოურიეთ, შემდეგ კი ცილა დაამატეთ და მსუბუქად მოურიეთ. 6. ცხიმს ბლინების ცომში ვამატებთ სულ ბოლოს. 7. ბლინებში სოდის შერევის შემთხვევაში, იგი წინასწარ უცილებლად უნდა გასხნათ ძმარში ან ლიმნის წვენში და დაამატოთ ცომში უშუალოდ ფქვილში შერევამდე. 8. ბლინების გამოსაცხობად ტაფა წინასწარ კარგად უნდა იყოს გაცხელებული. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბლინებისთვის უმჯობესია გქონდეთ ცალკე ტაფა, რომელსაც არ გარეცხავთ (!), მხოლოდ გაწმინდავთ მშრალი ნაჭრით. 9. ტაფაზე ცომს ვასხამთ მცირე ულუფებდად, რათა ბლინი ძალიან სქელი არ გამოვიდეს. ცალ ხელში გვიჭირავს ჩამჩა, რომლითაც ცომს ვასხამთ, მეორეში- ცხელი ტაფა, ვასხამთ ერთბაშად და უცბადვე ვანაწილებთ ტაფის მთელ ზედაპირზე. ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე, თითოეულ მხარეს 30 წმ. 10. გამომცხვარ ბლინებს ვიღებთ ბრტყელ თეფშზე, თითოეულ ბლინს ვუსმევთ კარაქს სანამ მეორეს დავადებთ. ზედა ბლინს კი თავზე ვახურავთ სუფთა ტილოს, რათა არ გაცივდეს და ამავდროულად "ისუნთქოს" კიდეც. 5825 4-ს მოსწონს
|