x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
თუთიყუში და მძარცველი – სახალისო ისტორია
image


გვიან ღამით, მძარცველი ერთ-ერთ სახლში შეიპარა. ის ფიქრობდა, რომ მისი პატრონი წასული იყო. თუმცა, როდესაც მისაღებ ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, მოულოდნელად ხმა გაისმა : "იესო გიყურებს და გაკვირდება!" მძარცველი ერთ ადგილზე გაშეშდა.

კვლავ სიჩუმემ დაისადგურა სახლში. მაგრამ ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, იგივე ხმამ გაიჟღერა: "იესო გიყურებს და გაკვირდება!"

კაცი გაქვავდა. შიშისაგან უკვე აკანკალებდა და ირგვლივ უაზროდ იყურებოდა. უცებ, ოთახის ბნელ კუთხეში ჩიტის გალია შენიშნა, სადაც თუთიყუში იჯდა.


მძარცველი მიუახლოვდა მას და ჰკითხა: "ეს შენ იყავი რომ დამძახოდი იესო გიყურებს

და გაკვირდებაო?"

"დიახ, მე ვიყავი." უპასუხა თუთიყუშმა.

კაცმა შვებით ამოისუნთქა და კვლავ კითხვა დაუსვა: "რა გქვია?"

"რონალდი, " მიუგო ჩიტმა.

"რა სულელური სახელია თუთიყუშისთვის." მასხრად აიგდო მძარცველმა. "და რომელმა იდიოტმა დაგარქვა რონალდი?"

"იმავე იდიოტმა, ვინც როტვეილერს იესო დაარქვა." მშვიდად უპასუხა თუთიყუშმა.



0
626
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0