სისხლის სამართალი შემზარავი მკვლელობა რუსეთში-სექტანტმა 6 შვილი,ცოლი და დედა მოკლა 2015, 4 აგვისტო, 23:40 შოკისმომგვრელი მკვლელობა მოხდა ნიჟნი ნოვგოროდში.51 წლის მამაკაცმა ოლეგ ბელოვმა 6 შვილი, მეუღლე და დედა მოკლა. პირველად განგაში საბავშვო ბაღის პედაგოგებმა ატეხეს, მათ პოლიციას აცნობეს, რომ ბავშვები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 25 ივლისის შემდეგ აღარ გამოჩენილან ბაღში. ადგილზე მისულ პოლიციას მეზობლებმა განუცხადეს, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი რამდენიმე ხნის წინ დაინახეს, შემდეგ კი მიიმალა გაურკვეველი მიმართულებით. 25 ივლისს ბელოვმა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა 6 მცირეწლოვანი შვილი (აქედან ყველაზე უფროსი 7 წლის იყო)და მეუღლე. ნაჯახით დანაწევრებული გვამები პოლიციამ 4 აგვიტოს აღმოაჩინა ბელოვის ბინაში ვერხნოპეჩერსკის ქუჩაზე ნიჟნი ნოვგოროდში.აღსანიშნავია, რომ მისი ცოლი იულია ზაიცევა ფეხმძიმედ იყო. თვითონ დამნაშავე კი გაიქცა.როგორც მოგვიანებით გაირკვა საკუთარ 73 წლის დედასთან ქალაქ გოროხოვეცში(ვლადიმირსკის ოლქი). დედამისი ზინაიდა ბელოვა 1 აგვისტოს დაიკარგა, სწორედ ამ დღის შემდეგ იგი აღარ უნახავთ იგი მეზობლებს. ოლეგ ბელოვმა საკუთარ დედას ნაჯახით თავი მოაჭრა, ხოლო გვამი იქვე ეზოში დამარხა. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ოთხი წლის ბელოვი ეჭვმიტანილი იყო შვილებთან სასტიკ მოპყრობაში. მკვლელის სიდედრი იხსენებს, რომ 2010 წელს თავის გოგონას თავი გაუტეხა, რის შედეგადაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.მისივე განცხადებით იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული. 2014 წლის 30 იანვარს კიდევ ერთი მისი შვილი გახდა ცუდად საბავშვო ბაღში, 5 წლის გოგონამ განაცხადა, რომ მამას მას მუცელში ჩაარტყა. 2015 წელს აწ გარდაცვლილმა იულია ზაიცევამ, ბელოვის მეუღლემ სასამართლოს მიმართა სარჩელით მეუღლესთვის ჩამოერთმიათ მამობის უფლება. თუმცა 8 და 27 ივლისს სასამართლოზე ქალი არ გამოცხადდა. გაირკვა კიდევ ერთი გარემოება-ოლეგ ბელოვი სექტა მეშვიდე დღის ადვენტისტების წევრი გახლდათ. მანიაკ-შოზოფრენიკ მკვლელზე საყოვეთაო ძებნაა გამოცხადებული, პოლიციამ მისი გარეგნული აღწერილობა და მონაცემები გამოაქვეყნა.პიროვნებას, რომელიც რაიმე ინფორმაციას შეიტყობს მკვლელის ადგილსამყოფელის შესახებ შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, რომელიც პოლიციამ გამოაქვეყნა. 586 7-ს მოსწონს 1-ს არა
|