მხატვრობა გამაოგნებელი ხელოვნების შედევრები, რომლებიც ფოტოსურათები ჰგონიათ 2015, 4 აგვისტო, 18:39 ![]() ზოგიერთი მხატვრის ნიჭი და ოსტატობა ყოველგვარ ზღვარს ცილდება. ისინი ხატავენ ყველაფრით: ზეთით, აკრილის საღებავებით, ნახშირით, ჩვეულებრივი კალმებით და უბრალო ფანქრებით – მაგრამ მათ ნამუშევრებს ფოტოსურათებისგან ვერ გაარჩევთ. ეს ნახატები უფრო მეტია, ვიდრე ის რომ ფოტოასლების შთაბეჭდილებას ტოვებს. მათში არის მხატვრის მიერ დანახული ცხოვრება, ემოცია და იმ სამყაროს ილუზია, რომელშიც ვცხოვრობთ. ქვემოთ მოცემულია გენიალური მხატვრების გასაოცარი ხელოვნების შედევრები, რომელთაც ფოტოსურათებისგან ვერ გამოარჩევთ. დიეგო ფაციო ![]() დიეგო ისე მუშაობს, როგორც ჭავლური პრინტერი. ხატვას ფურცლის ნაპირიდან იწყებს. ხატავს უბრალო ფანქრითა და ნახშირით. ერთი პორტრეტის შექმნაზე მხატვარს თითქმის ერთი კვირა ესაჭიროება. ომარ ოპტიზი ![]() ფერთა და ჩრდილთა გადმოცემის დონე იმდენად მაღალია, რომ ეს იქცა მის სავიზიტო ბარათად. ომარი, მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, გადმოსცემს ყველა იმ წვრილმანს, რაც დემონსტრირებას ახდენს გრაციოზული სხეულის სილამაზეს ყველა რაკურსით. გრეგორი ტილკერი ![]() გრეგორი ტილკერი თავის "წვიმიან" ტილოებს ფუნჯით ხატავს; იყენებს აკვარელს და ზეთის საღებავებს. მისი სურათები ცუდ, მოღრუბლულ ამინდში მანქანით მოგზაურობას გვაგონებს. რუფ ტაისონი ![]() ბრიტანელ მხატვარს რუფ ტაისონს, ისევე როგორც ბევრ მის კოლეგას, არა აქვს სამხატვრო განათლება, თუმცა ფლობს თავისი ნამუშევრების შესრულების ორიგინალურ მანერას. ის ხატავს გრაფიტით და აკვარელის ფანქრებით, თუმცა ზოგჯერ საღებავსაც იყენებს. რობერტო ბერნარდი ![]() ნამდვილად რთულია იმის დაჯერება, რომ რობერტო ბერნარდის ეს "ტკბილი" ნატურმორტები ფოტოაპარატით არ არის გადაღებული. ყოველი ნატურმორტი საოცარი სიზუსტით გადმოსცემს ანარეკლს მაგიდის ზედაპირზე. რობინ ელეი ![]() ლონდონელი მხატვარი მაშტაბურ, რეალისტურ ნახატებს ზეთის საღებავებით ქმნის. ამ კოლექციის ნამუშევრებში მხატვარი ელეგანტურად მალავს ადამიანის სხეულის სიშიშვლეს გამჭირვალე საბურველში. გოტფრიდ ჰელნვაინი ![]() თავის ნამუშევრებში ჰელნვაინი უმთავრესად აკვარელის საღებავებს იყენებს. ის მუშაობს როგორც მხაზველი, ფერმწერი, ფოტოგრაფი, სკულპტორი და ამით თავისი ნიჭის ყველა მხარეს ავლენს. ვინსენტ ფატაუზო ![]() ცნობილი ავსტრალიელი მხატვრის ვინსენტ ფატაუზოს ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია გამოფენილი. ჰიტ ლეჯერის პორტრეტი მის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე დახატა. კამალკი ლაურეანო ![]() კამალკი ლაურეანო – ცნობილი დომინიკელი მხატვარი. ის იყენებს აკრილის საღებავებს. მისთვის სამუშაო არა მხოლოდ ფოტოსურათის მიბაძვაა, არამედ –ცხოვრებისაც. პოლ კედენი ![]() ავტორის ერთადერთი ინსტრუმენტი გრიფელის ფანქარია. აღმოჩნდა, რომ ეს სრულიად საკმარისია, იმისათვის რომ დიდი სიზუსტით გადმოსცეს ყოველი ხაზი, ნაოჭი ან ემოცია. ავტორის გენიალურობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტანთ. თომას არვიდი ![]() თომასს არ გააჩნია ფორმალური განათლება. ის ოსტატობას საკუთარი სწავლების სისტემით დაეუფლა, რითაც აღმოაჩინა საკუთარი თემა – ღვინის თემა. ასე გაჩნდა "თომას არვიდის ღვინის მარანი"– ნამუშევრების სერია, სადაც გამოსახულია ღვინის ბოთლები, საცობები, ბოკალები ცქრიალა სასმელით. ბრაიან დრური ![]() ამერიკელი მხატვარი – 2007 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემია და იქიდან მოყოლებული რეალისტურ ჟანრში მუშაობს. შეერთებული შტატებისა და ევროპის უამრავი ჯილდოს მფლობელი მხატვარი ფოკუსირებას ახდენს ადამიანის კანის სტრუქტურაზე და აჩვენებს იმ მხარეს, რომელსაც ჩვენგან ასე ხშირად მალავენ. იგალ ოზელი ![]() იგალი არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემს შუქ-ჩრდილის თამაშს, მზის სიკაშკაშეს და ამით ოსტატურად ქმნის ფოტოსურათის ილუზიას. ტანერ ცეილანი ![]() ცნობილი თურქი მხატვარი, რომელიც ჰიპერრეალისტურ სტილში ხატავს. თავის ნამუშევრებში უპირატესად იყენებს აკრილის საღებავებს. ენდრიუ ტელბოტი ![]() ცნობილი ბრიტანელი მხატვარი ენდრიუ ტელბოტი 15 წლიდან მხატვრობითაა დაკავებული და 2002 წლიდან მოყოლებული საკუთარი შედევრების გაყიდვით ირჩენს თავს. საოცრად რეალისტური და კაშკაშა საღებავები, რომელსაც ის იყენებს, მის სტილს ცნობადს ხდის და ამით მას საუკეთესო მხატვრების რიგში აყენებს. 633 5-ს მოსწონს
|