სხვა უსახლკაროდ დარჩენილებმა, საუკეთესო კომფორტი და პირობები შეიქმნეს! ნახეთ სახალისო ისტორიები! 2015, 3 აგვისტო, 19:00 ახალგაზრდა წყვილს ალექსის ლემონქს და ლოტე ვან რილს აწუხებდა ის პრობლემა, რაც თითქმის ყველა ახალგაზრდას აწუხებს შეუღლების შემდეგ. წყვილს არ ჰქონდა ნორმალური სამსახური და არც ფული ჰქონდათ იმდენი, რომ ქირით მაინც ეცხოვრათ. ერთ დღეს წყვილს აუქციონზე გაუმართლა და მოიგეს 1 დოლარად ძველებური მაღარო-სახლი. აუქციონზე გამარჯვებული სახლი უფრო სანაგვეს ჰგავდა. წყვილს რთული პერიოდი ჰქონდა წინ გადასალახავი, რათა სახლი მოეწესრიგებინათ. ამისთვის მსხვილი ფინანსური ხარჯები იყო საჭირო. ახლაგაზრდებმა სცადეს რამდენიმე ბანკიდან 25 000 ევროს ოდენობით კრედიტის აღება, მაგრამ არცერთმა ბანკმა კრედიტით სარგებლობის უფლება არ მისცა, რადგან წყვილს არ ჰქონდა სამსახური. მათ ბოლოს გადაწყვიტეს ემუშავათ ალექსისის მამის რესტორანში. 3 წელი თითქმის დაუსვენებლად იმუშავეს და დააგროვეს ფული. და აი, საოცარი ცვლილება.... მაღარო-სახლში არც კანალიზაცია იყო და არც ელექტრო გაყვანილობა, წყვილს კიდევ უფრო რთული პერიოდი ჰქონდა წინ გადასალახი.... 12 თვეში, ანუ ზუსტად 1 წელიწადში წყვილმა მაღარო ისეთ სახლად გადააქცია, რომ ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა მანდ ცხოვრებას. ეს საოცარი ცვლილება 35 000 ევრო დაჯდა.... ამ ფასად, ამ ტერიტორიაზე ასეთ ბინას ვერანაირად ვერ შეიძენდნენ... ალექსისი და ლოტი დღეს ამ სახლში ცხოვრობენ. 4 წლიანი შრომა თქვენი აზრით არ დაუფასდათ? 3 საათში სახლი ააშენეს ჩინურმა სამშენბლო კომპანიამ, სახლის სწრაფად აშენების მეთოდს ძალიან გადააჭარბა. კომპანიამ სახლი 3 საათში ააშენა. მშენბლობის პროცესმა მნახველები გააოცა.... ნახეთ საოცარი შედეგი... 1500 დოლარიანი სახლი.... 8 მეტრაკვადრატიანი სახლი სკოტმა მეგობრის ბაღში ააშენა. სახლის ღირებულებამ სულ 1500 დოლარი შეადგინა. სახლის აწყობის მასალები თითქმის უფასოდ იშოვა. მეგობარმა სკოტს ბაღის ნაწილი აჩუქა, ასევე აუშენა ცალკე აბანოც, ჯამში ბუნების შუა გულში აშენებული სახლი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. თვითმფრინავისგან აწყობილი სახლი..... აშშ-ს ქალაქ პორტლენდის მკვიდრი ბრიუს კემპელი პროფესიით ელექტრიკია. მან იყიდა Boeing 727 და გადააქცია სახლად, სადაც ამჟამად ცხოვრობს. ყოფილმა ელექტრიკოსმა ამ ვეებერთელა თვითმფრინავში მოაწყო: საძინებელი, მისაღები ოთახი, საპირფარეშო და აბანო. როგორც კემპელი იუწყება, იგი თვითმნფრინავში ცხოვრობს 1999 წლიდან დღემდე. კემპელის ახალ გეგმაში შედის იაპონიაში გაფრენა, რათა შეიძინოს ახალი Boeing 747 კემპელის სახლი მთლიანად რკინისგან და ელექტრონულადაა დამზადებული.... როგორც ცნობილია კემპელმა თვითმფრინავი შეიძინა 23 000 დოლარად, ხოლო 15 წლის განმავლობაში თვითმფრინავის რესტავრაციას 200 000 დოლარი დაახარჯა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი (გადათარგმნილია) 2741 10-ს მოსწონს 1-ს არა
|