თავის მოვლა L’ORÉAL-100 წელი სილამაზის სამსახურში 2015, 2 აგვისტო, 15:02 XX საუკუნე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული საუკუნეა კაცობრიობის ისტორიაში. ამ პერიოდში მსოფლიომ ორი ომი გადაიტანა, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომის სახელით შევიდა ისტორიაში. მსოფლიომ ასევე გადაიტანა ცივი ომი, 50-60-იან წლებში განვითარდა და გაფართოვდა ატომური იარაღის წარმოება.
![]() მსოფლიოში შიში და დაძაბულობა სუფევდა. თუმცა კი, სილამაზე, ეს ის არქეტიპია, რომელზე ზრუნვაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც არ წყდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს ახალგაზრდა ფრანგმა ქიმიკოსმა Eugène Schueller-მა თავის სამზარეულოში განავითარა სილამაზის ისტორია. ![]() 1907 წლის 30 ივლისისათვის შექმნა ფორმულა სახელწოდებით " L'Auréale", რომელიც თავისი ეპოქის ქალების ვარცხნილობას დაუკავშირა. თავდაპირველი სახის შემნარჩუნებელი და თმებისათვის სილამაზის მიმნიჭებელი ქიმიური ნაერთი სილამაზის სალონებში მეტად მოთხოვნადი გახდა. ![]() ![]() ![]() დღეისათვის L’Oréal-ს 130 ქვეყანაში აქვს შვილობილი ფირმები. მომხმარებელთა რაოდებობა კი 17, 2 მილიონს აღემატება. მიუხედავად დაძაბული პერიოდებისა, L’Oréal-მა გაუძლო განსაცდელებს. იგი როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისათვის ერთ-ერთი საყვარელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს არც თუ ისე ძვირადღირებულ, თუმცა ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის მთავარი დევიზი კი კვლავაც უცვლელია: "la beauté"-სილამაზე. 30 8-ს მოსწონს
|