კულტურა ესპანეთში კანონიერი ქორწინების ასაკი გაიზარდა 14-დან 16 წლამდე 2015, 2 აგვისტო, 13:32 ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი და რეგისტრირებული კავშირი. დაქორწინებისათვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. 2015 წლის 23 ივლისამდე ეპანეთის მოქმედი კანონის თანახმად, წყვილს ადრეულ ასაკში შეეძლო ოფიცილურად დაქორწინება. ადრეულ ასაკში მოაზერებოდა მინიმუმ 14 წელი. საინტერესოა რამ განაპირობა ასეთ მცირე ასაკში ქორწინების დაკანონება. ერთ-ერთი ფაქტორი ესპანეთში მცხოვრები ბოშებია. ბოშათა ტრადიციების მიხედვით, ადამიანები ოჯახს ადრეულ ასაკში ჰქმნიან. "უკანასკნელი 50-60 წლის უკან, 14 წლის ესპანელი ბოშა ზრდასრულ მამაკაცად მოაზრებოდა იმ თვალსაზრისით, რომ მას უკვე შეეძლო დამოუკიდებლად არსებობდა, მუშაობა და, ზრდასრული ადამიანის მოთხოვნებისდა მიხედვით, ოჯახის შემქნა. წლების გასვლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ბოლო 20-30 წლის უკან, 14 წლის ახალგაზრდა ზრდასრულ ადამიანად აღარ მოიაზრება. მოზარდობის ასაკი გაიზარდა. ქალებში გასათხოვრად ხელსაყრელი ასაკი 16-დან 20 წლამდე, ხოლო მამაკაცებში დასაოჯახებლად 18-დან 22 წლამდე გაიზარდა."-აღნიშნავს FSG(ესპანელი ბოშების ფონდი). შემდეგი ფაქტორი მოზარდთა დაქორწინების შემცირებაა. 2000-დან 2014 წელამდე მხოლოდ 83 წყვილი შედგა. რაც შეეხება 2014 წელს დაფიქსირდა ესპანეთის მთლიან ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქორწინება. წყვილის ასაკი 15 წელი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ესპანეთში 23 ივლისიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის თანახმად, ახალგაზრდებს 16 წლამდე მოუწევთ ლოდინი კანონიერი დაოჯახებისთვის. 77 4-ს მოსწონს
|