x
image
ლეელ
,,ყველანი!… ~ ქართული ენისა და ქართული ანბანის მოღალატეები ხართ!”
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს შემდეგ სტატუსს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

image

ანბანის მოღალატეები ხართ!”"
"~ ყველა ქართველის (და არამხოლოდ!!!) გასაგონად და ქართველ "რომაელთა" ყურადსაღებად!
~ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია ამ სოც.ქსელში დაუღალავად "ვიბრძვი" ქართველ "რომაელთა" წინააღმდეგ, სასურველი შედეგი ჯერაც არ ჩანს!
~ "რომაელები" მიგებენ შემზარავად დიდი ანგარიშით!!!
~ ამიტომ გადავწყვიტე, ("კიდევ ერთჯელ") ხმამაღლა განვაცხადო:
~ ძვირფასო ქართველებო ( და მათ შორის ~"რომაელნო")!!!
~ თქვენ მიერ ათვალწუნებული ქართული ენა, რომელზეც ცუკერბერგმა მეტად იზრუნა, ვიდრე თქვენ ზრუნავთ, ბევრად უფრო დიდია და ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ყველა დროის ქართველი ერთად აღებული ( ცხადია, თქვენიანად)!!!
~ დიახ!
~ ქართული ენა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ყველაფერი ის, ერთად აღებული, რაც ამ ენაზე შექმნილა და თქვენ, ჩვეულებრივნი მოკვდავნი, თქვენს თავს უფლებას აძლევთ, ასე საქვეყნოდ აქციოთ ზურგი სამსახოვან საოცრებას - ქართულ ანბანს და აქ ლათინურით იყელყელაოთ!
~ იმ ანბანით, რომელიც დიდი ხნის წინ მკვდარი ენის დამწერლობაა და, როცა ის ცოცხალი იყო, ქართული ანბანი მაშინაც მასზე დიდად აღმატებული ცოცხალი სასწაული გახლდათ (სახარებაში "ლაზარედ" მოხსენიებული)!
~ შეგიძლიათ გაიაზროთ, ეს რას ნიშნავს?
~ და, ამ დროს, თქვენ აქ რას სჩადიხართ!!!???
~ აფერუმ, თქვენს ქართველობას, ერისშვილობას, მამულისშვილობას...
~ გაუმარჯოს "ევროვიზალიბერალიზაციას"...
~ აბა, თქვენ იცით, ახლა დაირაზმეთ და დამიწყეთ იმის მტკიცება, რომ ლათინური ანბანის გამოყენება არ ნიშნავს, რომ თქვენ ვინმეზე ნაკლები პატრიოტრბი ხართ, რომ სამშობლო, ჩემზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ გიყვართ, რომ.... და ასე გაუთავებლად, უაზროდ და უარგუმენტოდ!
დიახ! თქვენ ~ ყველანი: პარლამენტარებიდან, მინისტრებიდან, საჯარო მოხელეებიდან დაწყებული და უცხო ქვეყნებში ბედის საპოვნელად გადახვეწილებით დამთავრებული, ~ყველანი!.... ნებსით, თუ უნებლიეთ, ქართული ენისა და ქართული ანბანის მოღალატეები ხართ!
~ თქვენ არ ჰგავხართ იმ ასიათასი მოწამის შთამომავლებს, რომელთაც სიწმინდე არ შებილწეს და სიცოცხლე გაწირეს!
~ თქვენ, აგერ, მთელი მსოფლიოს თვალწინ ფეხით გათელეთ ქართველი ერის 33 სიწმინდე. კიდევ კარგი, დანარჩენ 5-ზე ხელი არ მიგიწვდებათ!
~ უკაცრავად!
~ ხომ არ გეწყინათ!
~ იქნებ ერთმა თქვენგანმა მაინც შეძლოს და გაბედოს საჯაროდ თავის მართლება???
~ თუ ამას დააპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ უკვე კარგახნის წინ დრომოჭმული და ყავლგასულია სიმღერები:
ა) "ჩემს კომპიუტერს (მობილურს, პლანშეტს)....არა აქვს ქართული შრიფტი";
ბ) "ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ამიტომ იძულებული ვარ";
გ)" არავისზე ნაკლები ქართველი არა ვარ, მაგრამ.... და სხვა ამისთანები.
~ ის მაინც თუ გესმით, როგორ ხარხარებს საფლავში მესროპ მაშტოცი!
~ რა ახარხარებს?
~ ამასც თუ ვერ ხვდებით, დავღუპულვართ და ეგაა!
~ჰოდა, უსმინეთ და იყავით!
~ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და თქვენი ამ სიმართლით გაგიმარჯოთ!!!
~P.S. აქ არ დავინახო არცერთი თქვენგანის არაქართულანბანიანი კომენტარი!
~ მოემზადეთ ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, "ქართველი ერი მზადაა", თქვენ - ყველანი კვლავ ოლიმპზე აგაბრძანოთ, საიდანაც ასეთი პრობლემები, რა თქმა უნდა, წვრილმანებად მოსჩანს!!!

~ ლევან ღვინჯილია! ~"

image

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

0
571
14-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0