კერძები ხორცისაგან ბოზბაში გუფთით 2015, 2 აგვისტო, 12:49 კარგად გარეცხილ ცხვრის ან ბატკნის ხორცს გამოვაცალოთ რბილი ნაჭრები.ძვლები და დუმა ჩავდოთ ცალკე ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.როცა დუმა მოიხარშება წვენიდან ამოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ.წვენი გადავწუროთ.გაწურულ ბულიონში ჩავყაროთ დაკეპილი დუმა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ბრინჯი, მარილი და ავადუღოთ.სანამ წვენი მოიხარშება მოვამზადოთ გუფთა შემდეგნაირად.რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ქინძთან ერთად, შევაზავოთ პილპილით, მარილით, დარიჩინით, კვერცხით და კარგად ავზილოთ.შეზავებული ხორციდან გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ დანაყილ ბრინჯში, სათითაოთ ჩავუშვათ მდუღარე წვენში და ვადუღოთ, სანამ გუფთა არ მოიხარშება.მასალა:ცხვრის ან ბატკნის ხორცი-1 კილოგრამი, დუმა-100 გრამი, დანაყილი ბრინჯი-2 სუფრის კოვზი, ხახვი-4-5 თავი, კვერცხი-1 ცალი, ქინძი- 3-4 ძირი, დარიჩინი, პილპილი, მარილი-გემოვნებით. 207 1-ს მოსწონს
|