კერძები ხორცისაგან ბატკნის ხორცის ხაშლამა 2015, 2 აგვისტო, 12:36 ბატკნის ხორცი დავჭრათ და გავრეცხოთ.ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე ისე მივიტანოთ.ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ.ასე მოხარშული ბატკნის ხორცის მიტანა სუფრაზე შეიძლება ლავაშში შეხვეული სახითაც.თხელ ლავაშზე დაიდება ერთი-ორი ნაჭერი ხორცი და შიგ შეიხვევა. 194 2-ს მოსწონს
|