ფეხბურთი რატომ აქვს რიბერს სახეზე იარები. 2012, 23 მაისი, 21:15 ბოლო რამდენიმე წელია, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს ახალი ლიდერი ჰყავს ფრანკ რიბერის სახით.2006 წელს ის საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, 2007 წელს კი საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.დღესდღეობით ის გერმანიის მიუნხენის "ბაიერნის" გამოკვეთილი ლიდერია.მის ტიტულებზე და საფეხბურთო მიღწევებზე ყველამ იცის, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის რა მძიმე ტრამვა მიიღო მან ცხოვრებაში.წლების წინ, როდესაც რიბერი სულ რაღაც ორი წლის იყო, მისი ოჯახი საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა, რომლის დროსაც მან სახეზე სერიოზული ტრამვები მიიღო.ცნობილია, რომ სხეულზე რიბერს ასზე მეტი ნაკერი ადევს.უცნობია თუ რატომ არ სურს ფეხბურთელს ისარგებლოს პლასტიკური ქირურგების დახმარებით, რითაც ის საბოლოოდ განთავისუფლდება, წარსულის საშინელი იარებისგან.....როგორც იტყვიან, კაცია და გუნება..... 5039 3-ს მოსწონს
|