ფეხბურთი გვარდიოლამ პედრო ალმადოვარი უარით გაისტუმრა 2012, 24 მაისი, 22:05
6 წლის იყო, როდესაც "ბარსას" სკაუტებმა შეამჩნიეს და 22 წლის უკვე გუნდის კაპიტანი გახდა.ცნობილ ესპანელ რეჟისორს პედრო ალმადოვარს ძალიან მოსწონდა მისი ტიპაჟი და ფილმში გადასაღებად რამდენჯერმე მიიწვია, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.გვარდიოლა თანდათან კატალონიელთა კერპად გადაიქცა.მხოლოდ მას ჰქონდა გუნდში ყვირილის უფლება."ნოუ-კამპი" მას ასე უმღეროდა:"შენ ხარ ჩვენი გული, შენ ხარ ჩვენი ყველაფერი".როდესაც პეპმა "ბარსელონა" დატოვა, მოგვიანებით კატალონიაში იმ დღეს "ტირილის დღე" დაარქვეს. მე არ მოვყვები იმ ტიტულების ჩამოთვლას, რომელიც "ბლაუგრანამ" მოიპოვა პეპის თავკაცობით.ესე საკმაოდ დიდი სია გამომივა.უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს კატალონიაში ისევ ტირილის დღეა.გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ უყვართ ღირსეული ადამიანები.პირადად მე ყველაზე ძალიან ერთი პლაკატი მომეწონა წარწერით:"დღეს დავკარგეთ არა მწვრთნელი, არამედ გული." არ ვიცი "ბარსას" რა ბედი ელის, გააგრძელებს თუ არა ისეთ დონის თამაშს, რომელიც დღემდე მსოფლიოს აღაფრთოვანებს, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მომენტრება "ბარსას" განუყოფელი, ელეგანტური და უსიმპათიურესი ხოსეპ გვარდიოლა.....მალე დაგვიბრუნდი პეპ...... 246 3-ს მოსწონს
|