ტენდენციები 5 რეტრო-ტრენდი,რომელიც მოდაში ბრუნდება 2015, 1 აგვისტო, 8:49 ყველასთვის ცნობილია, რომ მოდა მუდმივად იცვლება და ამ ცვალებადობასთან ერთად ესა თუ ის ტრენდი მოდას უბრუნდება, ან თითქმის უცვლელი სახით, ან ოდნავი სახეცვლილებით.
გთავაზობთ 5 რეტრო-ტრენდს, რომელიც ХХ საუკუნეში იყო მოდაში და 2015 წელს ისევ უკან დაგვიბრუნდა.
1-ქოლგა მზისგან დასაცავად გოგონა ქოლგით-ამერიკელი იმპრესიონისტის, ედუარდ კოკუელის ნამუშევარი(1879 — 1954) ფოტოზე: მსახიობი და მოდელი ლილა(გასული საუკუნის 20-იანი წლები) მსუბუქი მზისგან დამცავი ქოლგა, რომელიც მხატვრების თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების მუზა იყო გასული საუკუნის 60-იან წლებამდე. თუმცა 70-იანი წლებიდან მზის ქოლგა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. 2015 წელს კი იგი კვლავ დაგვიბრუნდა. ფოტოზე:მოდელი ვანესა კესლერი. 2-კაბა-ჩარლსტონი კაბა-ჩარლსტონი მოდაში იყო გასული საუკუნის 20-იან წლებში.ეს გახლდათ კაბა სახელოების გარეშე, სწორი სილუეტით, ორიარუსიანი ქვედაბოლოთი, მუხლები დაფარული იყო.მზადდებოდა ატლასისგან, აბრეშუმიგან ან ხავერდისგან. 3-მეტალის კაბები ბრჭყვიალა ფირფიტებით ბრიჟიტ ბარდო-1960-იანი წლები. მომღერალი ფრანცუაზა არდი Paco Rabanne-ს კაბაში 1967 წელი. მეტალის ბრჭყვიალა ეფექტმა ნამდვილი ბუმი გადაიტანა 60-იან წლებში, მაღალი მოდის მესვეურები ამ ხნის განმავლობაში არასდროს უარს არ ამბობდნენ მეტალის სიბრჭყვიალეზე უარს, თუმცა მხოლოდ ფრაგმენტულად იყენებდნენ, რომ სამოსის ირონიულობისთვის ხაზი გაესვათ. Armani და Elie Saab-მა მისი რეინკარნაცია მოახდინა. 2015/16 წლის ზამთრის კოლექციაში იგი მნიშვნელოვან როლს დაიჭერს. 4-ნაქსოვი კაბები ნაქსოვი კაბების პოპულარობის პიკი გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო.იმ პერიოდში მოდის ჟურნალები აჭრელებული იყო ნაქსოვი კაბებით. მაღალი მოდის კვირეულზე, რომელიც პარიზში გაიმართა ფართოდ იყო წარდგენილი 2015/16 წლის კოლექციაზე ნაქსოვი კაბები Stella McCartney, Louis Vuitton-სგან და Delpozo-სგან. 5-საცეკვაო ჩექმები სარეკლამო პოსტერი-1966 წელი. ფოტოზე-60-იანი წლები. ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ანდრე კურეჟმა შექმნა ფუტურისტული სასწაული "საცეკვაო ჩექმები" 60-იან წლებში go-go boots.დაბალყელიანი თეთრი ჩექმა დაბალ ქუსლებზე. ჩანაფიქრი ასეთი იყო, მშვენიერ სქესს ჩექმები დისკოთეკებზე ცეკვის დროს უნდა გამოეყენებინა, თუმცა ქალებმა იგი აიტაცეს და ყოველდღიურ მოხმარების საგნად აქციეს, რომელიც ქალის სექსუალურობას და სინაზეს უსვამდა ხაზს. "საცეკვაო ჩექმები" ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაბრუნდა მოდაში... 478 5-ს მოსწონს
|