x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხვეული ნიგვზიანი შოკოლადის გულსართით
ხვეული შოკოლად-ნიგვზიანი გულსართით


მასალა ცომისთვის:


მარგარინი - 100 გრ.

არაჟანი - 100 გრ.


შაქარი - 200 გრ.

კვერცხი - 2 ც.

ვანილი - 1 შეკვრა

მარილი - 1 მწიკვი

გამაფხვიერებელი - 10 გრ.

ფქვილი - 400 გრ.


მასალა გულსართისთვის:


შესქელებული რძე - ნახევარი ქილა

შავი შოკოლადი - 100 გრ.

ნიგოზი - 100 - 150 გრ.


სურვილის შემთხვევაში, 1 კვერცხის გული (გადასასმელად)


მომზადება:


1. მარგარინი გაადნეთ ცეცხლზე.

2. როდესაც ის კარგად შეგრილდება, დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, ვანილი და

მარილი. თქვიფედ იქამდე, ვიდრე შაქარი არ გადნება.

3. შეურიეთ გამაფხვიერებელი 1 ჭ. ფქვილს და დაამატეთ მასას. კარგად ათქვიფედ > დაამატეთ დანარჩენი ფქვილი ნელ-ნელა. ცომი უნდა იყოს რბილი, გასაბრტყელებელი და წებივანი (ოდნავ ხელებზე უნდა გეკვრებოდეთ).

4. ცომი მოათავსეთ პოლიეთილენში და შედეთ მაცივარში 1 სთ-ით ან უკეთესი იქნება, 1 ღამით თუ გააჩერებთ სიცივეში.

5. ცომის მაცივრიდან გამოღების წინ, ნიგოზი წვრილად დაჭერით ან მანქანაში გაატარეთ, შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ ნაწილებად.

6. მოათავსეთ შოკოლადის ნატეხები პატარა ზომის თასში, დაამატეთ შესქელებული რძე და თასი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. იქამდე ურიეთ, ვიდრე შოკოლადი არ გადნება და რძეს არ შეერევა. დაუმატეთ ნიგოზი და კარგად მოურიეთ.

7. კალკას წაუსვით ცხიმი და ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. დადეთ კალკაზე და ფრთხილად გააბრტყელეთ, ისე რომ არ დაიხეს. გაანაწილეთ ზემოდან გულსართი, ისე რომ ნაპირებთან პატარა ადგილი დარჩეს გულსართის გარეშე. გადაახვიეთ ცომი ორივე მხრიდან ცენტრისკე. გადაიტანეთ კალკა თუნუქის ფურცელზე. სურვილის შემთხვევაში,

შეგიძლიათ ზემოდან, ცოტა წყალში და ვანილში გახსნილი კვერცხის გული გადაუსვათ და შაქარის ფხვნილი მოაფიფქოთ.

8. ცხვება 200 - 220 °C-ზე, 20-22 წუთის მანძილზე. წინასწარ გახურებულ

ღუმელში. მითითებულ დროს არ უნდა გადააცილოთ, თორემ ხვეული გამოშრება.

ცხობის დროს, ის ოდნავ უნდა შეწითლდეს.




1
67
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
67
  
2015, 1 აგვისტო, 10:57
ვაიმე, რა გემრიელი იქნება წარმომიდგენია, უნდა ვცადო აუცილებლად. დიდი მადლობა რეცეპტისთვის.
0 1 1