სხვა სახალისო ჰოროსკოპი 2015, 1 აგვისტო, 0:49 ვერძი
დევიზი – "იარაღი ყოველთვის დატენილი უნდა იყოს!" საყვარელი წიგნი – თვითშემოქმედება "საკუთარი ბრძნული იდეების ჟურნალი." საყვარელი საქმიანობა – ჯერ გასროლა, შემდეგ კითხვების დასმა. იდეალური სამსახური – სექსოპათოლოგი. საყვარელი გამოთქმა – ამას შენ მე მეუბნები? კურო დევიზი – "რაც ჩემია – ჩემია, რაც შენია – ისიც ჩემია!" საყვარელი წიგნი – "გაუმაძღარი გურმანი." საყვარელი საქმიანობა – საუბარი სადილის დროს. იდეალური სამსახური – მოსამართლე, რომელსაც ხშირად საშინელი განაჩენი გამოაქვს. საყვარელი გამოთქმა – "რატომ მაიძულებთ რომ თავს დაგესხათ?" ტყუპები დევიზი – "შემოვიარო მთელი მსოფლიო!" საყვარელი წიგნი – "როგორ ვაიძულოთ ყველა, დაგვეთანხმოს ყველაფერში." საყვარელი საქმიანობა – ნაადრევი დასკვნების გაკეთება. იდეალური სამსახური – ვაჭრობა. საყვარელი გამოთქმა – "იმიტომ რომ ასე მინდა!" კირჩხიბი დევიზი – "ღრუბლებში ფრენა და ოცნება!" საყვარელი წიგნი – "წამებულის სახელმძღვანელო." საყვარელი საქმიანობა – წუწუნი და სლუკუნი. იდეალური სამსახური – მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში. საყვარელი გამოთქმა – "და ეს ყოველივე იმის მერე, რაც მე შენთვის გავაკეთე!" ლომი დევიზი – "ყველაფერი ჩემებურად იქნება, ესე იგი, ძალიან კარგად!" საყვარელი წიგნი – "როგორ უნდა დავეუფლო სწრაფად დაშინების ხელოვნებას." საყვარელი საქმიანობა – ბრძანებების გაცემა. იდეალური სამსახური – უფროსების უფროსი. საყვარელი გამოთქმა – "რა ხდება, გეტირა ყოფა!" ქალწული დევიზი – "ყველაფრისმცოდნეებსაც ჭირდებათ სიყვარული" საყვარელი წიგნი – "1001 ნაბიჯი სრულ და საბოლოო ორგანიზებამდე." საყვარელი საქმიანობა – ნერვიულობა. იდეალური სამსახური – ეიფელის კოშკის მართვა, პირადად ყველა საფეხურის შემოწმება დამატებითი კიბის ჩათვლით. საყვარელი გამოთქმა – "ასე საქმე არ გამოვა!" სასწორი დევიზი – "სარკევ, სარკევ მითხარი!.." საყვარელი წიგნი – "როგორ დავქორწინდე მონა ლიზას ტილოზე." საყვარელი საქმიანობა – ღიმილი. იდეალური სამსახური – ყველას მამიდა. საყვარელი გამოთქმა – "მეორეს მხრივ..." მორიელი დევიზი – "თავდაცვის საუკეთესო საშუალება – თავდასხმაა!" საყვარელი წიგნი – "როგორ გავხდი გულმოწყალე – პროკურორის აღსარება." საყვარელი საქმიანობა – შემდეგი სვლის გათვლა. იდეალური სამსახური – მოსამართლე, ჟიურის წევრი. საყვარელი გამოთქმა – "მე თქვენ გიჩვენებთ სეირს!" მშვილდოსანი დევიზი – "იმაზე მეტის ცოდნა, ვიდრე უნდა იცოდე!" საყვარელი წიგნი – "ერთ წუთში როგორ გავხდე ფილოსოფოსი." საყვარელი საქმიანობა – ყველასთან ყბედობა, ვინც მოსმენას მოისურვებს. იდეალური სამსახური – სენატორი – პასუხისმგებელი მეკობრეებზე. საყვარელი გამოთქმა – "ნუთუ, ეს მე გავაკეთე?" თხის რქა დევიზი – "ჩემს სიჯიუტესთან ვერაფერს გახდებით!" საყვარელი წიგნი – "10 საიდუმლო როგორ მივაღწიოთ მსოფლიო მბრძანებლობას." საყვარელი საქმიანობა – უფროსობანას თამაში. იდეალური სამსახური – მილიონერის ფინანსური მრჩეველი. საყვარელი გამოთქმა –"არასოდეს უნდა იყო მეტისმეტად მდიდარი ან მეტისმეტად ღარიბი." მერწყული დევიზი – სიურპრიზი! სიურპრიზი! გაუმარჯოს სიურპრიზს! საყვარელი წიგნი – "როგორ გავერთოთ და მივიღოთ სარგებელი ჩაძინებული ზღარბებისგან." საყვარელი საქმიანობა – ყველას თვალებში შევეჩხირო. იდეალური სამსახური – ანგარში თვითმფრინავების შეყვანა და გამოყვანა. საყვარელი გამოთქმა – "წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს." თევზები დევიზი – "მე მჯერა!" საყვარელი წიგნი – "საპლანეტაშორისო კუმუნიკაციების სახელმძღვანელო." საყვარელი საქმიანობა – პირატების აღზრდა და მილიონერების გადარჩენა. იდეალური სამსახური – პროფესიონალი მტირალა. საყვარელი ფრაზა – "მე ისე დავიბენი!" 366 5-ს მოსწონს
|