x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ზღაპრული სილამაზის სკანდინავიური ქვეყანა
ნორვეგია- ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე.

ნორვეგიის საერთო ფართობია 385, 252 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა – 4.8 მილიონი კაცი. არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით დასახლებული ქვეყანა ევროპაში. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება შვედეთი.


image


ნორვეგიის დედაქალაქია ოსლო!



image


სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.

სახელმწიფოს მეთაური - მეფე (ჰარალდ V 1991 წლიდან)

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი


image


მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით: 4, 805, 437

რელიგია - ლუთერანობა.

უდიდესი ქალაქები: ბერგენი, სტავანგერი, ტრონჰეიმი

ვალუტა - ნორვეგიული კრონა


image


ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ როგორ დასახლდა ნორვეგია. ერთი ვერსიით, ქვეყანა ჩრდილოეთიდან სახლდებოდა, შემდგომ ცენტრალური და დასავლეთი იქნა ათვისებული. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით კი, დასახლება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოხდა.


image


ძველნორვეგიელთა საყვარელი საქმიანობა ომი, ძარცვა, სამხედრო ვარჯიში და ნადირობა იყო. ისინი ფარიკაობებს მართავდნენ, სადაც მანდილოსნების მიწვევა აუცილებელობას წარმოადგენდა. უყვარდათ მოლხენა, თუმცა, მუდამ გმირულად დაღუპვის მონატრულნი იყვნენ. შერკინებაში ქალებიც კი გადიოდნენ.


image


ნორვეგია ითვლება ვიკინგების სამშობლოდ. ვიკინგთა ექსპედიციების ორ პერიოდს განარჩევენ: პირველში ნორვეგიელები მცირე რაზმებით ცურავენ, თავს ესხმან სანაპიროებსა და კუნძულებს, არბევენ, სძარცვავენ და დაზამთრებისთანავე შინ ბრუნდებიან; მეორე პერიოდში უფრო დიდი ლაშქრით გადიან ზღვაში, შეჭრილ ქვეყანაშიც უფრო ღრმად შედიან, აღარც ზამთრობით ბრუნდებიან უკან, აგებენ სიმაგრეებს და სახლდებიან დაპყრობილ მიწებზე. ეს პერიოდი ვიკინგთა მიერ მანამდე მონახულებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დროს იწყება, მაგალითად ირლანდიაში 835 წელს, საფრანგეთში, ლუარის ხეობაში იგივე დროს, ხოლო ინგლისში 851 წლიდან.


image


ნორვეგიას ისტორიაში ძალიან ბევრი სისხლღვრას აქვს ადგილი, ამიტომ ამ სტატიაში

ნორვეგიის ომებით თავს არ მოგაწყენთ, შემოგთავაზებთ ულამაზეს და ზღაპრულ

ფოტოებს, რომლებიც ნორვეგიას ეკუთვნის.


ნახეთ ფოტოები:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage













3
835
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
835
  
2016, 26 მარტი, 10:56
ძალიან მომეწონა.
უბრალოდ ისეთი კარგი სურათებია რო დასათაურებული იყოს ძალიან მაგარი იქნებოდა
2015, 24 აგვისტო, 8:48
მაგარი ქვეყანაა
2015, 31 ივლისი, 21:08
ულამაზესია
0 1 3