x
image
hamunaptra1990
ყველაზე სახიფათო ცხოველები დედამიწაზე, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ (II ნაწილი)
image1) სამეფო კობრა - მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველია. გავრცელებულია: ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, ზონდის კუნძულებზე და ფილიპინებზე. შეგვხვდება ტყიან ადგილებში, მაღალ ბალახებში, ხშირად ჩნდება დასახლებულ რაიონებშიც. ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე - როგორც შხამიანებზე, ისე უშხამოებზე. იშვიათად ხვლიკებზეც.

მისი ნაკბენი მომაკვდინებელია. შხამი 30 წუთში კლავს ადამიანს.

imageწელიწადში, სამეფო კობრას ნაკბენით 10, 000 ადამიანი იღუპება. ყოფილა შემთხვევა სპილოს სიკვდილისაც. კობრას აქ მიდრეკილება, ადამიანს თავს დაესხას უმიზეზოთ და უკან მისდიოს. კობრას ასეთი ქმედება, მეცნიერთა აზრით, განპირობებულია მისი ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით.

image 2) მორიელი - მიეკუთვნება უხერხემლო ცხოველთა რიგს, ობობისნაირთა კლასი. ენათესავება ობობები და ტკიპები. ისინი, ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანისთვის.


მორიელები გავრცელებულია, ძირითადათ ტროპიკებში. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გვხვთება ე.წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ.

კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

imageმორიელის ნაკბენს შეუძლია 7 წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი ადამიანი, ამ შხამის მიმართ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ, მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან, გრელანდიის, ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა. ევრეპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე. მისი ნაკბენით წელიწადში, 3, 000 ადამიანი იღუპება.


image3) მედუზა - ე.წ. "ზღვის კრაზანა" მედუზების სახეობებიდან, ყველაზე შხამიანია. გვხვთება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ძალიან გამჭირვალეა და თითქმის არ ჩანს, ამიტომ ძალიან სახიფათოა.

ავსტრალიაში ამ შხამიანი არსებით, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, განსაკუთრებით მეზღვაურები და მეთევზეები. მისი ერთი შეხებით, რამდენიმე წუთში, ათობით ადამიანი იღუპება.

imageდასუსხვის ადგილებში ჩნდება, იასამნისფერი გრძელი, ხაზები და კვანძები, რითაც დასტურდება, რომ მიზეზი "ზღვის კრაზანაა". რამდენიმე წუთში დასუსხული იღუპება სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სისტემების დამბლის გამო.

მისი შეხებით წელიწადში, მხოლოდ ფილიპინებში 40 ადამიანი მოკვდა.






image4) ბეჰემოთი - დიდი ზომის ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარი ცხოველია. ბინადრობს აფრიკაში, სამხრეთ საჰარის ტერიტორიაზე. ზომითა და წონით, რიგით მესამეა ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის. წონა 3 ტონამდე აღწევს, სიგრძით 4, 5 მეტრია. დღეისათვის შემორჩენილია ბეჰემოთის ორი სახეობა, ჩვეულებრივი და ჯუჯა ბეჰემოთი.

ბეჰემოთების ჯგუფში 20-მდე ინდივიდი ერთიანდება. ჯგუფში შედიან, მდედრები და მათი ნაშიერები, რომლებსაც გაბედული და გამოცდილი მამრი წინამძღოლობს.

ისინი გამალებით იცავენ თავის ტერიტორიას, ხშირად ბრძოლები ერთ-ერთი მამრის სიკვდილით მთავრდება. ბუნებაში ბეჰემოთს ადამიანის გარდა, ორი მტერი ჰყავს: ლომი და ნიანგი, რომლებიც ძირითადად მათ ნაშიერებზე ნადირობენ. თავისმხრივ მოზრდილი ბეჰემოთი, დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.

სტატისტიკურად წელიწადში, ბეჰემოთის მეშვეობით 300 ადამიანი იღუპება.

image5) სპილო - ძუძუმწოვრების ოჯახი, ხორთუმიანების რიგისა. ამ უზარმაზარი ცხოველის სიმაღლე 3, 5 მ. ხოლო, წონა 4, 5 ტონას აღწევს.

აზიური სპილო ბინადრობს:ინდოეთში, ტაილანდში, ნეპალში, ვიეტნამში, მალაიზიასა და შრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება ადვილია.

აფრიკული სპილო გვხვთება, თითქმის მთელ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.

იკვებებიან მცენარეებით, მსხვილი ტოტებით, ფიჩხებით, ფოთლებით, ხის ქერქით.

საკვების მოსაპოვებლად ხშირად 100 კმ–ზე მეტს გადიან. თავისუფლად იკაფავენ გზას დაბურულ და უღრან ჯუნგლებში, ჭაობიან ადგილებში.

imageსპილოების ყველაზე დიდი მტერი ადამიანია. სპილოს ძვალი ითვლებოდა და ითვლება დიდ ფუფუნებად, ამიტომ ამ ცხოველზე ხშირად ნადირობენ. დედალ სპილოს შვილის დასაცავად შეუძლია, ყველა და ყველაფრის გადათელვა, მოსპობა. წელიწადში, სპილოს მეშვეობით 600 ადამიანი იღუპება.

0
721
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0