x
image
hamunaptra1990
ყველაზე სახიფათო ცხოველები დედამიწაზე, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ

ამ ჩამონათვალში შედის 20 ყველაზე სახიფათო ცხოველი დედამიწის ზურგზე, რომლებთან შეხვედრაც ხშირად, ფატალურად სრულდება ადამიანებისთვის. მე შევეცდები, ნაწილ ნაწილ შემოგთავაზოთ სტატიები ამ ცხოველებზე, მათ საცხოვრებელ არეალზე, უნარჩვევებზე, მკვლელობის იარაღზე და სტატისტიკაზე. იმაზე თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ცხოველების თავდასხმისას.

image1) ვეფხვი - კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. გავრცელებულია აზიის კონტინენტზე: ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში.

ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე: ირემზე, კამეჩზე, გარეულ ღორზე, მოკლედ ყველაფერზე რასაც კი გზაზე გადაეყრება. თავს ესხმის ადამიანსაც.

imageმისი ადამიანზე თავდასხმის ფაქტები კი არც ისე მცირეა. სტატისტიკურად წელიწადში, ვეფხვის მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი 800–ს შეადგენს.


image2) თეთრი ზვიგენი - გავრცელებულია ყველა ოკეანეში ჩრდილო-ყინულოვანის გარდა, ასევე ხმელთაშუა ზღვაში, ბოსფორის სრუტის გავლით. საშუალო ზომის თეთრი ზვიგენი 4-5 მეტრია. გვხვდება 6 მეტრიანი ეგზემპლარებიც, რომელთა წონა 2, 000 კილოგრამს შეადგენს.

ნადირობს: სელაპებზე, ყველანაირ თევზებზე, რასაც მოიხელთებს და ხანდახან ადამიანზეც.

imageადამიანებზე მათი თავდასხმა არც ისე ხშირად ხდება. მიზანი ხშირად ადამიანის შეჭმა არ გახლავთ, უბრალოდ ინტერესს ვიწვევთ მათში. სტატისტიკურად წელიწადში, თეთრი ზვიგენის მიერ მოკლული ადამიანი 5 კაცს შეადგენს.

image3) ლომი - მიეკუთვნება კატისებრთა ოჯახს. მისი საცხოვრებელი არეალია: ეკვადორული აფრიკა და ინდოეთი. ცხოვრობს სავანეებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში.

იკვებება მოზრდილი ძუძუმწოვრებით:კამეჩი, ჟირაფი, ზებრა და სხვა. ჭამს ლეშს აგრეთვე, ნადირობს შებინდებისას და ღამით. თავს ესხმის ადამინსაც.

imageწელიწადში, ლომების მიერ მოკლული ადამიანების რიცხვი 500–ს შეადგენს.

image4) ნიანგი - მიეკუთვნება ქვეწარმავალთა რიგს. სიგრძე 2, 5 მეტრია (ნილოსის ნიანგები და ქედიანი ნიანგები 7 მეტრსაც აღწევენ)

გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. აქტიურდებიან ღამით.

იკვებებიან უმთავრესად თევზებით. დიდი ზომის ნიანგები თავს ესხმიან, დიდი ზომის ცხოველებს: ანტილოპებს, ზებრებს, კამეჩებს.

ასევე თავს ესხმიან ადამიანებს, განსაკუთრებით საშიშია(ქედიანი ნიანგი).

imageწელიწადში, ნიანგების მიერ დახოცილი ადამიანების რაოდენობა 2, 000–ს შეადგენს.

image

5) ჩხრიალა გველი(rattlesnake) - შხამიანი გველების ქვეოჯახი გველგესლასებრთა ოჯახისა.

გავრცელებულნი არიან აზიაში, სამხრეთ და ჩრდილო ამერიკაში, ტროპიკულ ტყეებში, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში და მთებში.

იკვებებიან ძირითადად ძუძუმწოვრებით. ჩხრიალა გველისებრთა ოჯახი აერთიანებს 18 გვარს 120 ოჯახს. მათი ნაკბენი ადამიანისთვის ძალიან საშიშია.

imageსტატისტიკურად წელიწადში, ჩხრიალა გველის ნაკბენით 6 ადამიანი იღუპება.

0
798
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0