სხვა 15 წლის უშიშა ყორიაულის მკვლელობა საქართველოს პრეზიდენტის თვალწინ მოხდა 2015, 30 ივლისი, 13:56 26 ივლისს სოფელ მისაქციელთან საშინელი ავტოავარია მოხდა, უდიდესი სისწრაფით მიმავალმა ავტომობილმა, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა 15 წლის მოზარდი, უშიშა ყორიაული იმსხვერპლა.სამწუხაროდ მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
უშიშა ყორიაული თელავის რაიონ სოფელ თეთრწყლებში ცხოვრობდა. საბედისწერო დღეს დეიდაშვილ გოგონებთან ერთად ხევსურეთში მიემგზავრებოდა.
მძღოლი აღმოჩნდა პოლონელი დიპლომატი, რომელსაც გაქცევა არც უცდია.როგორც ცნობილია უცხოელ დიპლომატებს იმუნიტეტი იცავს, ამიტომ ძნელი სათქმელია წარსდგება თუ არა მართმსაჯულების წინაშე პოლონელი დიპლომატი. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც უცხოელი დიპლომატმა საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ამ ადგილას უკვე მეხუთედ მოხდა, როდესაც უცხოელმა საქართველოს მოქალაქე გაიტანაო. თუმცა, როდესაც ანალოგიური მოხდა აშშ-ში, 1997 წელს, როდესაც ქართველმა დიპლომატმა გიგა მახარაძემ 16 წლის გოგო გაიტანა, ადგილობრივი პოლიტიკოსები, საზოგადოება თუ ჟურნალისტები, სლოგანით"უცხოელები არ სცემენ პატივს ამერიკის კანონებს"(განსაკუთრებით გართულება ყოფილ საბჭოთა ქვეყნების დიპლომატებზე ჰქონდათ)კატეგორიულად მოითხოვდნენ ქართველი დიპლომატის დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება-30 მილიონი დოლარის შეჩერებით იმუქრებოდნენ. ბოლობოლო საქართველოს ხელისფლება აიძულეს იმუნიტეტი მოეხსნა ქართველი დიპლომატისთვის. საინტერესო ფაქტი:1993 წელს ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვში ქვეითად მოსიარულე გაიტანა. რუსეთის მილიცია ამტკიცებდა, რომ დიპლომატი საჭესთან მთვრალი იჯდა, მაგრამ ამის გადამოწმების საშუალება არ მიეცა - ვაშინგტონმა საკუთარი დიპოლომატი 36 საათში ქვეყნიდან გაიწვია. ავტოავარიას შეესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დუშეთში მიემგზავრებოდა, გადმოვიდა მანქანიდან და იქ დამწრე ხალხს მიმართა-რით დაგეხმაროთო?. გელა ყორიაული, გარდაცვლილი მოზარდის ბიძა: - უშიშა დეიდაშვილ გოგონებთან ერთად ხევსურეთში მიემგზავრებოდა. მისაქციელთან მიკროავტობუსი გაჩერდა. მგზავრები გადასულები იყვნენ. უშიშა დეიდაშვილებთან ერთად მაღაზიისკენ წყლის საყიდლად წავიდა. ერთი დეიდაშვილი მაღაზიაში შევიდა, ესენი გარეთ ელოდებოდნენ. გზის პირას იდგნენ, ხაზს იქით, როცა მოულოდნელად სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა და უშიშას დაეჯახა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ 115-კილოიანი ბავშვი 10 მეტრზე გადააგდო. ის ბავშვი, ვინც ამ უბედურებას შეესწრო, საშინელ დღეშია, ვერც ლაპარაკოს, მის თვალწინ თანშეზრდილი დეიდაშვილი მანქანამ გაიტანა... იმხელა ჯიპი დალეწილია, სწრაფად რომ არ ეტარებინა ასე დაიმტვრეოდა? სპორტსმენი ბავშვი იყო, მთასავით. მოჭიდავე იყო მძიმე წონაში. თებერვალში 15 წლის გახდა. 753 6-ს მოსწონს 1-ს არა |
მკვლელობა მკვლელობაა და მკვლელი დასასჯელია.