x
ცხოვრება დიდ ქალაქში - სტრესი, ხმაური და ანონიმურობა

ქალაქში ცხოვრება არის საინტერესო, ჩქარი, ხმაურიანი და ამაღელვებელი. მაგრამ რაც ზოგიერთისთვის კარგი და საინტერესოა, სხვისთვის, შესაძლოა სტრესს და უზარმაზარ ტვირთს ნიშნავდეს. ფაქტია, რომ ქალაქის მოსახლეობა უფრო ხშირად განიცდის ფსიქიკურ დაავადებებს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა. შფოთვა და დეპრესია 30–40 პროცენტით მეტჯერ გვხვდება ქალაქის მაცხოვრებლებში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შიზოფრენია 3–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალაქის მაცხოვრებლებში, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლებში. რაც უფრო დიდია ქალაქი, რომელშიც გაიზარდა ადამიანი, მით უფრო დიდია შიზოფრენიით დაავადების რისკი.


image
სტრესის გამომწვევად შეიძლება ჩაითვალოს: ხმაური, ჭუჭყი და მტვერი, სუნი, ვიწრო საცხოვრებელი პირობები და ანონიმურობა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესი და ემოციები დიდი ქალაქის მაცხოვრებლების მიერ განსხვავებულად აღიქმება. მათი ტვინი უფრო მგრძნობიარედ რეაგირებს სტრესზე, ვიდრე პატარა ქალაქის ან სოფლის მაცხოვრებლების. მაგრამ ყველა, ვინც დიდ ქალაქში ცხოვრობს, არ არის ფსიქიკურად

დაავადებული. ზოგიერთი ადამიანი, როგორც წესი, უფრო მშვიდი და გულგრილია, ვიდრე- სხვები. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა სასიამოვნოდ შეიგრძნობს იმას, რომ ქალაქში ყოველთვის რაღაც ხდება. როდესაც ადამიანებს აქვთ შეგრძნება იმისა,
რომ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების გაკონტროლება და გადაწყვეტა, განმარტოვდნენ, თუ მეგობრებთან ერთად გაერთონ, თავს კარგად გრძნობენ. ვისაც ამის გაკონტროლება არ შეუძლია, სტრესის ეფექტს განიცდის.


დიდი ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი სოციალურად იზოლირებულია. ქალაქში მოსახლეობის უმეტესობა მეზობლებს არ იცნობს, ამიტომ სოციალური ქსელები ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც რეალური ურთიერთობების კომპენსირება ხდება.
image
სტრესი შეუმჩნევლად მოდის
სტრესის შედეგები არ ხდება ერთბაშად ცხადი. გაღიზიანებული
განწყობა, დაძაბულობა და ძილის პრობლემები შეიძლება იყოს პირველადი ნიშნები. პროფესიული მრისხანება და ბრაზი არის ასეევე სტრესის გამოვლინების ერთ-ერთი ფაქტორი.
სიმპტომების შენიშვნისთანავე აუცილებელია ზომების მიღება. პირველი ნაბიჯი არის დასვენებისთვის და ძალების აღდგენისათვის ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს სპორტი და შაბათ–კვირას ბუნებაში გასვლა. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულარულად ხდებოდეს.
თუ ამგვარი ნაბიჯები ნაყოფიერი არ აღმოჩნდა, სტრესის ქვეშ მყოფმა ადამიანმა ოჯახის ექიმს ან ფსიქოთერაპევტს უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის. მაშინ როცა გარემო არ იცვლება, შფოთვისა და სტრესის გაზრდის რისკები იზრდება. რადგან სოციალური იზოლაცია გადამწყვეტი სტრესორია, აუცილებელია ხალხთან ურთიერთობა. ამისთვის არსად არ არის იმაზე უფრო მშვენიერი შესაძლებლობა, ვიდრე ქალაქში. სპორტული კლუბები, ინტერესთა ჯგუფის შეკრებები, საეკლესიო კრების ადგილები, არსებობს უამრავი ადგილი, სადაც შესაძლებელია სოციალიზაცია თანამოაზრეებთან. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კარგად განსაზღვროს საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნილებები, ქალაქი თავიდან აღმოაჩინოს და თვითონ ქალაქის რესურსები გამოიყენოს სტრესის დასაძლევად.


0
819
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე კოჭლამაზაშვილი
სალომე კოჭლამაზაშვილი
819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0