სხვა ერთი ქრომოსომით განსხვავებული ტყუპები 2015, 29 ივლისი, 21:46 ისინი 1997 წლის 15 ოქტომბერს ერთდროულად მოევლინენ სამყაროს, ელიზა 9.30 საათზე, ერთი წუთის მოგვიანებით კი – სოფი. ელიზასთან დაკავშირებით დედა იხსენებს, რომ მაშინვე ჰქონდა ის გრძნობა, რაც მხოლოდ დედას შეიძლება ჰქონდეს: „დიახ, ეს ჩემი შვილია.“ სოფის შემთხვევაში სხვანაირად იყო, მან მანამდე იგრძნო განსხვავება, სანამ ექიმები რამეს ეტყოდნენ. დედა სწრაფად მიხვდა, ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი ტყუპი დები, რადგან სოფის დაუნის სინდრომი ჰქონდა, ელზას – არა. დაბადებიდან დღითიდღე იზრდებოდა განსხვავება ტყუპებს შორის და წლების გასვლის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდა. როცა ელზა უკვე დარბოდა, სოფი ხოხვას იწყებდა, როცა ერთ უკვე ლაპარაკობდა, მეორე ტიროდა. მშობლები ცდილობდნენ ელზასთვის ნელ–ნელა ხელი შეეწყოთ. სოფი განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ნორმალური დები, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, ჩხუბობენ, კამათობენ, ისინი მაინც არიან ორი და, რომელთაგანაც ერთი ყოველთის მეტ ყურადღებას იღებს. დღემდე ეკითხებიან მშობლები თავიანთ თავს, ორივესთან სამართლიანები არიან თუ არა და განიცდის თუ არა ელზა დის მდგომარეობას. ელიზას უყვარს თავისი და, მასზე ზრუნავს, მასზე ფიქრობს, უხარია და განიცდის მის გამო. წლების მანძილზე ცდილობდა ის დიდი დისტანცია დაეძლია, რაც მასსა და მის დას შორის არსებობდა. ახლა, 16 წლის ასაკში, ის ცდილობს იპოვოს საკუთარი იდენტობა. მისთვის ეს ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ის იმაზე ბევრად მეტია ვიდრე სოფის და, მაგრამ სოფის გარეშე ის ის არ იქნებოდა, ვინც დღეს არის. მან იცის რომ ის არ არის პასუხისმგებელი მის დაზე, მაგრამ მისი ფიქრები მაინც სოფის ახლავს დღის განმავლობაში. როგორც სოფის, ასევე უამრავი ადამიანის შემთხვევაში 21–ე ქრომოსომა 2 ის ნაცვლად 3–ჯერ გხვდება, ამის გამო 21–ე ტრისომიადაც არის ცნობილი. გენეტიკური მიდრეკილება ყოველთვის გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს: ზოგ ადამიანს აქვს მძიმე ფსიქიკური შეზღუდულობა, სხვები თითქმის საშუალო ინტელექტის მაჩვენებელს ავლენენ, ზოგს კი დაბადებიდან გულის მანკი ან ჰიპერთირეოზი აქვს. ელიზას და სოფის მსგავსი ტყუპების შემთხვევა ძალიან იშვიათია. ზაარლანდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს და რამდენიმე ოჯახში ტყუპები და მათი მშობლები გამოკითხეს. როგორ გავლენას ახდენენ ტყუპები ერთმანეთზე? როგორ ვითარდებიან? როგორ რეაგირებს საზოგადოება? შედეგების თანახმად, ტყუპების წყვილი, რომელთაგან ერთს აქვს დაუნის სინდრომი და მეორეს არა– იშვიათია. შედეგებმა აჩვენა, რომ ტყუპი და–ძმები, რომლებსაც ყავთ დაუნის სინდრომის მქონე ტყუპისცალი, ისევე კარგად ვითარდებიან, როგორც დაუნის სინდროსმის არ მქონე ტუპები. 209 1-ს მოსწონს
|