x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139005
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
პლაცებო ეფექტი
პლაცებო ეფექტი ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში იყო აქტუალური და უამრავი
ექსმერიმენტი თუ კვლევა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ დანამდვილებით
არაა ცნობილი, რა იწვევს პლაცებო ეფექტს, რატომ არის ზოგ შემთხვევაში უფრო
ეფექტური და ზოგ შემთხვევაში – უფრო ნაკლებად, არსებობენ, თუ არა პლაცებოს
გავლენისადმი „მიდრეკილი“ ადამიანები და შერჩევის რა პრინციპი მოქმედებს პლაცებოს მოქმედების დროს.

image

პლაცებო ეფექტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოზიტიური ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც განიცდება მოქმედების არ მქონე მედიკამენტების მიღების შემდეგ (მაგალითად, მედიკამენტები აქტიური ქიმიური მოქმედებ ის გარეშე). პლაცებო ეფექტი ასევე ეფუძნება იმას, თუ რამხელა მნიშველობას ანიჭებენ ინდივიდუალურად პაციენტები ამ მედიკამენტებს. მედიცინური მკურნალობის გარეშე, ხშირად ვხვდებით სპონტანურ განკურნებებს. პაციენტთა უმრავლესობა

ექიმს ჩივილებით აკითხავს პრობლემის გამწვავების დროს. ამ დროს ალბათობა იმისა, რომ სიმპტომები ჩაცხრება, თუნდაც, წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით, უფრო დიდია, ვიდრე ადრე. ამიტომ პლაცებოს ეფექტიანობა ზუსტად არასდროს


იზომება. თანმხლები ფაქტორები, როგორებიცაა სტრესის შემცირება და დიეტის გაძლიერება ასევე ხელს უწყობს სამკურნალო ეფექტის მიღწევას.

პლაცებოთი მკურნალობა არის მკურნალობა პოტენციურად ეფექტური საშუალებების
(წამლები, ოპერაცია, ფსიქოთერაპიული მეთოდები) გამოყენების გარეშე. იმისათვის, რომ პლაცებოს ეფექტურობა განვიხილონ, იმიტირებული მკურნალობის
დროს გამოიყენება ყალბი მედიკამენტები, რომლებიც განსაკურნებლად ეფექტურ

ნივთიერებებს არ შეიცავენ. ამის ტიპური მაგალითია:
ერთ პაციენტს მრავალი წლის მანძილზე აწუხებდა ზურგის(ხერხემლის) ტკივილი წელის არეში. ჩვეულებრივმა ტკივილგამაყუჩებლებმა გამოიწვია მძიმე კუჭის ჩივილები. თვით ფიზიოთერაპევტმაც ვერ შეძლო ქალის სიმტომებისგან გათავისუფლება. ბოლოს, ექიმმა მიმართა ასეთ ხრიკს: მან შესთავაზა პაციენტს მედიკამენტი ამერიკიდან, რომელსაც ყველა აქებდა, ის იყო ძალიან ეფექტური და არ ჰქონდა გვერდითი მოვლენები. მაშინვე დათანხმდა პაციენტი ახლებურ მკურნალობას. წვრილი ნემსით შეჰყავდა ექიმს მცირე რაოდენობის მოქმედების ეფექტის არ მქონე მარილხსნარი – ზუსტად იმ ადგილას, სადაც პაციენტი ყველაზე დიდ ტკივილს გრძნობდა. უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ, ტკივილები უჩინარდებოდნენ – პირველივე ჯერიდან– თვეების მანძილზე.
პლაცებოს ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს, როცა ერთ ჯგუფში მედიკამეტები და
პლაცებო არ არის მოცემული, ხოლო მეორე ჯგუფში იმავე დაავადებების მქონე პაციენტები პლაცებოს მოიხმარენ. ამის შემდეგ დროის გარკვეულ პერიოდში ცდის პირთა გამოჯანმრთელება ან შედეგები ერთმანეთს დარდება. არ არსებობს „პლაცებოს პიროვნულობა“. არ არსებობენ პლაცებოს ზემოქმედების ქვეშ ადვილად მომხვედრი ადამიანები. რაციონალურად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული პაციენტებიც რეაგირებენ პლაცებოზე. რატომ არის ზოგიერთი ადამიანი პლაცებოს მიმართ უფრო მგრძნობიარე, მედიცინის საიდუმლოდ რჩება. პლაცებო ეფექტის წარმატების დიდი წილი ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისას მიიღწევა. პლაცებო ეფექტი სპონტანურ განკურნებასთან ვერ გაიგივდება, რადგან სპონტანური განკურნებისას სხეული ავადმყოფობისგან ყოველგვარი გარე ძალების (მაგალითად, მედიკამენტების)

დახმარების გარეშე იკურნება. პლაცებო ეფექტისას კი ზეგავლენა გარედან ჩარევით ხდება.პლაცებო ეფექტის მოქმედება დადასტურდა შემდეგ ექსპერიმენტებში:


წვეთოვანის ექსპერიმენტი:
ყველაზე მნიშვნელოვანი პლაცებოს მიღების დროს არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა
იცოდეს ყალბ მედიკამენტს რომ იღებს. ეს დაადასტურა მეცნიერმა ფაბრიციო ბენედეტიმ. ის აწვენდა პაციენტებს ფილტვის ოპერაციის შემდეგ სამკურნალო მოქმედების არ მქონე მარილხსნარის წვეთოვანის ქვეშ. ერთ–ერთი ჯგუფის პაციენტებს განუცხადა ბენედეტიმ, რომ წვეთოვანში ახალი, ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი იყო. მეორე ჯგუფისთვის გაურკვეველი დატოვა, რას შეიცავდა წვეთოვანი.მესამე ჯგუფმა საბოლოოდ გაიგო ჭეშმარიტბა მათ ვენებში მწვეთავი მარილხსნარის შესახებ. თუმცა, სამივე ჯგუფს ჰქონდა უფლება, როცა სურდათ მკურნალობის ეფექტის მქონე ტკივილგამაყუჩებელი ინექციები მოეთხოვათ. მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში იტალიელმა მეცნიერებმა შეძლეს ზუსტად ჩაეწერათ რამდენი ინექცია მოითხოვეს პაციენტებმა. და, მართლაც, ჯგუფმა, რომლმაც პლაცებოს შესახებ იცოდა, ყველაზე ხშირად მოითხოვა ინექცია, შემდეგ ეჭვის არ მქონე ჯგუფმ, ხოლო შემდეგ – ჯგუფმა, რომელმა იცოდა, რომ წვეთოვანში მოქმედების ეფექტის მქონე ტკივილგამაყუჩებელი იყო.


მალამოს ექსპერიმენტი:
მკვლევრებს სურდათ შეეტყოთ, რა ხდება თავის ტვინში პლაცებო ეფექტის მოქმედების
დროს. ამისთვის მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი. ცდის პირებს მათ განუცხადეს, რომ ძალიან ეფექტური ტკივილგამაუჩებელი მალამოს ფუნქციონირების გზების გამოკვლევა. სწორედ ამიტომ, ცდის პირებს ერთ ხელზე წაუსვეს სავარაუდო ტკივილგამაყუჩებელი მალამო, ხოლო მეორე ხელზე– საკონტროლო მალამო. მაგრამ სინამდვილეში ორივე მალამო იდენტური იყო – ორივე სამკურნალო ეფექტის არმქონე. ამის შემდეგ კვლევის მონაწილეებს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ( მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია ტვინის გამოსახულების შექმნა) ქვეშ დააკვირდნენ. მკვლევრებმა ლაზერის გამოყენებით ყოველ მონაწილეს ორივე ხელზე მიაწოდეს ტკივილის მოკლე იმპულსი. ამის შემდეგ ცდის პირებს წინასწარ შეთანხმებული ხელის ჟსტებით უნდა განემარტათ, რა ინტენსივობის იყო ტკივილი. ფაქტობრივად, პლაცებო ეფექტმა კარგად იმუშავა მალამოს შემთხვევაშიც. ცდის პირებმა განაცხადეს, რომ იმ ხელზე, რომელზეც სავარაუდოდ ტკივილგამაყუჩებელი მალაზმო ესვათ, მნიშვნელოვნად ნაკლები ტკივილი იგრძნეს. რაც ამ დროს ტვინში მოხდა, შემდეგ გამოსახულებებმა აჩვენა.


ექსპერიმენტი ტაბლეტის სავარაუდო ფასსა და მის ეფექტურობას შორის:
82 ჯანმრთელი მოხალისე მიიწვიეს ახალი ტკივილიგამაყუჩებელის ტესტირებაში,
რომელსაც უფრო სწრაფი და უკეთესი მოქმედების ეფექტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სხვებს. დანახარჯის კომპენსირებისთვის მათ მიიღეს 30 დოლარი. ნახევარს უთხრეს, რომ ერთი ტაბლეტი 2, 50 დოლარი ღირდა, დანარჩენებს უთხრეს, რომ ერთი ტაბლეტი 0, 10 დოლარი დაჯდებოდა. ტკვილგამაუჩებლის ეფექტურობის გასაზომმად
ელექტროშოკი გამოიყენეს. ამ მიზნით თითოეულ ცდის პირს დაუდგინეს ზღვარი (მაქს. 80 ვოლტი). თითოეულ მონაწილეს ერთხელ წამილის მიღებამდე და ერთხელ წამლის მიღების შემდეგ ელექტროშოკით 2, 5 ვოლტი ენერგიის იმპულსი მიეწოდათ. სინამდვილეში აბები აქტიურ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავდა (პლაცებო). პაციენტებს ტკივილის ეფექტურობა 0–100 შკალაზე შეეფასებინათ (0: არანაირი ტკივილი; 100 წარმოუდგენლად საშინელი ტკივილი). ცდის პირებს, რომლებმაც უფრო ძვირიანი აბები მიიღეს, უფრო ნაკლებ ტკივილს გრძნობდნენ (ცდის პირთა 89%–თან გაუმჯობესება აბის მიღების შემდეგ). ცდის პირებმა, რომლებმაც მიიღეს უფრო იაფიანი ტაბლეტები, მხოლოდ 61 % –მა აჩვენა ტკივილის შემცირება აბის მიღების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი სტატისტიკური განსხვავებაა და აჩვენებს, რომ (დამაჯერებელ)

ფასს მნიშველობა აქვს (პლაცებო) აბის ეფექტურობაზე.

ექსპერიმენტი (პლაცებო) აბის ფერსა და რაოდენობის ურთიერთამოკიდებულებაზე:
მედიცინის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მიიღო ერთი ან ორი წითელი ან ლურჯი

ტაბლეტი. ამ აბებს არ ჰქონდა სამკუნალო მოქმედება ( ცდის პირებმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ). წამლის მიღების შემდეგ ცდის პირებს აბის ეფექტურობის შესახებ კითხვარები უნდა შეევსოთ. პასუხებიდან ჩანდა, რომ ცდის პირთა მოლოდინების შესაბამისად, ლურჯ ტაბლეტებს დამამშვიდებელი მოქმედება უნდა
ჰქონოდათ, წითელ ტაბლეტებს კი–აღგმზნები, მასტიმულირებელი ეფექტი. ასევე დადგინდა, რომ ორ აბს უფრო საგრძნობლად მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე – ერთს.

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე კოჭლამაზაშვილი
სალომე კოჭლამაზაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0