x
image
terjolski
ინდაურის საცივი მეგრულად

image გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ.ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული.კარგად ავურიოთ დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში.მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი. მასალა:ინდაური, ხახვი-400 გრამი, ნიგოზი-4ჩაის ჭიქა, კვერცხი-3 ცალი, სუნელები გემოვნებით.

0
1513
1-ს მოსწონს
ავტორი:terjolski
terjolski
1513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0