x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეძავმა პოლიციის ძებნილი სერიული მანიაკი მოკლა
imageმეძავმა, რომელიც მანიაკის მორიგი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო მოკლა სერიული მკვლელი მისავე პისტოლეტით.


დასავლეთ ვირჯინიის შტატში მოკლული იქნა 45 წლის მამაკაცი ნილ ფოლსი(Neal Falls), რომელიც ეჭვმინატანილი აღმოჩნდა მეძავთა სერიულ მკვლელობაში.


მანიაკს გაუსწორდა მეძავი, რომელიც მისი მორიგი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო.


როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, მეძავმა, რომლის ფსევდონიმიც არის ჰიზერი ინტერნეტით გააკეთა განცხადება სექსუალური მომსახურეობის შესახებ, რომელსაც ნილ ფოლსი გამოეხმაურა.



ჰიზერმა საკუთარ სახლში დაუნიშნა პაემანი სერიულ მკვლელს, როგორც კი ქალმა კარი გააღო, ფოლსმა იარაღი ამოიღო და ქალს უთხრა:" სიკვდილი თუ სიცოცხლე?", ამის შემდეგ მამაკაცი ქალს უკნიდან მოეხვია და მისი გაგუდვა დაიწყო.სასოწარკვეთილმა ქალმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ იქვე მიყუდებულ ფოცხს წაავლო ხელი.ფოლსმა პისტოლეტი დადო და ცდილობდა ჰიზერისთვის ფოცხი წაერთმია.ამ ჭიდაობაში ჰიზერმა მოახერხა, მისწვდა ფოლსის პისტოლეტს და ჩახმახს ხელი გამოკრა.


ამის შემდგომ შეშინებული ქალი მეზობელთან გაიქცა, საიდანაც 911 გამოიძახეს.


ადგილზე მოსული პოლიციამ და გამოძიებელმა ყურადღებით მოუსმინა ქალს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიზერს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე, სამართალდამცავები დასკვნების გაკეთებას მაინც ჯერ არ ჩქარობდნენ.


მალევე გამოიკვეთა ნილ ფოლსის "საქმენი საგმირონი", პოლიციამ დამნაშავის ავტომობილში აღმოაჩინა მთელი არსენალი: მაჩეტა, ურო, ნაჯახი, დანები, ნიღაბი, ბორკილები, ნიჩაბი და სხვა.

imageპოლიციის ვარაუდით ჰიზერმა მოკლა სერიული მანიაკი მკვლელი, რომელიც დაძრწოდა ოჰაიოს, ილინოისის და ნავადას შტატებში და ზუსტად ასე ხოცავდა მეძავებს, რომლებიც ინტერნეტით სთავაზობდნენ სექს-მომსახურეობას კლიენტებს. პოლიციამ 9 მეძავის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა ლას-ვეგასის მახლობლად, სადაც ცხოვრობდა ნილ ფოლსი.

image

ამის გარდა ფოლსს აღმოუჩინეს 10 ქალის ტელეფონის ნომერი, რომლებიც საბედნიეროდ ცოცხლები აღმოჩნდნენ.

ჰიზერი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს, მასზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.

image


0
398
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0