ქანდაკება "დაცემული ანგელოზი"- ჩინელი ხელოვანების საოცრად რეალისტური ნამუშევარი 2015, 28 ივლისი, 12:10 ჩინელი ხელოვანები, წყვილი-სან იუანი და ფენ იუ (Sun Yuan and Peng Yu), ცნობილია, როგორც ჰიპერრეალისტური ფიგურების ავტორები. მათი ნამუშევრები და პერფორმანსული გამოფენები, მსოფლიო გალერეებში დამთვალიერებლების დიდ ყურადღებას იქცევს ბოლო წლებია. ერთერთი ნამუშევარი - "დაცემული ანგელოზი" ინტერნეტსივრცეში ეხლახანს გავრცელდა და პოპულარული გახდა, თუმცა ის 2008 წელს შეიქმნა. ჰიპერრეალისტური ნამუშევარი დამთვალიერებლებში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მოხუცი ქალი ქათმის შიშველი ფრთებით, შექმნილია უჟანგავი ფოლადის, სილიკომანგანუმის, ქსოვილისა და სხვა წვრილმანი მასალებისგან იმდენად დახვეწილად, რომ ცოცხლადაც კი გამოიყურება, თითქოს მომაკვდავი ფიგურა ეს წუთია დაეცა და შველას საჭიროებს. ნამუშევარი პოპულარული გახდა ინტერნეტსივრცეში განთავსების შემდეგ, ბლოგერების წყალობით, სადაც დამთვალიერებლებში ხშირად მსგავს კითხვებს იწვევს; რატომ დაცემული ანგელოზი მაინცდამაინც როგორც ქალი-ქათამი? თანაც ასაკოვანი? 209 4-ს მოსწონს
|