x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არაჟნის ჩხირები ქიშმიშით (ნამცხვარი კვერცხის გარეშე)
არაჟნიანი ჩხირები
მასალა ნამცხვრისთვის:


კარაქი (ან მარგარინი) - 100 გრ.

შაქარი - 1 ჭ.

არაჟანი - 200 გრ.


ქიშმიში - გემოვნებით

მანქანაში გატარებული ნიგოზი - გემოვნებით

სოდა - 1 ჩ.კ.

მარილი - 1 მწიკვი

შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა

ფქვილი - რასაც შეიზელს

სურვილის შემთხვევაში, კვერცხის გული (გადასასმელად)


მომზადება:


1. გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს, როდესაც წყალი გაცივდება, ქიშმიში ამოწურეთ და რამოდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ.

2. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად, დაუმატეთ არაჟანი, მარილი და ვანილი.

3. კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჭ. ფქვილი სოდით და ისევ ათქვიფეთ.

4. დაუმატეთ ქიშმიში და ნიგოზი

5. დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი მიიღოთ.

6. შედეთ ცომი 30 წთ. მაცივარში.

7. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, გააკეთეთ კაკლის ხელა ბურთები, ხელით მიეცით ჩხირების ფორმა, მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე,

ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული და
მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი;

8. შედგით გამოსაცხობად, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. ცხვება 180 გრადუსზე.

0
325
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0