პროზა იყიდება მოლაპარაკე ძაღლი 2015, 26 ივლისი, 15:50 ![]() ბიჭმა ქუჩაში, ერთ-ერთი სახლის კარზე განცხადება შენიშნა, სადაც ეწერა: "იყიდება მოლაპარაკე ძაღლი." ამით დაინტრიგებული შიგნით შევიდა და ძაღლს ჰკითხა: "შენს ცხოვრებაში რა გაგიკეთებია?" "ძალიან სავსე ცხოვრებით ვიცხოვრე" – უპასუხა ცუგამ. "ალპებში ვიყავი და ზვავის დროს დაკარგული უამრავი ადამიანი გადავარჩინე. შემდეგ ერაყში წავედი და ჩემს ქვეყანას ვემსახურე. ახლა კიდევ, დღეებს იმაში ვატარებ, რომ პენსიონერებს წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს ვუკითხავ." უსაზღვროდ გაოგნებულმა ბიჭმა ძაღლის პატრონს ჰკითხა: "რატომ გინდათ რომ ასეთი გასაოცარი ძაღლი თავიდან მოიშოროთ?" მფლობელმა უპასუხა: "იმიტომ რომ ის ნამდვილი მატყუარაა! რაზეც წეღან გელაპარაკათ – სრული სიცრუეა!" 97 4-ს მოსწონს
|