ნამცხვრები შოკოლადის ხვეული და უნივერსალური ცომის რეცეპტი, ნებისმიერი გულსართის მქონე ხვეულებისთვის 2015, 24 ივლისი, 16:19 მასალა ცომისთვის: მარგარინი - 200 გრ. შაქარი - 250 გრ. კვერცხი - 4 ც. რძე ან წყალი - 5 ს. კ. სოდა - 1 ჩ. კ. შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა (1, 5 გრ.) ფქვილი - 4-5 ჭ. მასალა გულსართვისთვის: ნიგოზი - 1 ჭ. შაქარი - 1 ჭ. კაკაო - 3 ს. კ. ყავა - 1 ჩ. კ. წყალი - 5 ს. კ. კარაქი - 1 ს. კ. ვაშლი (საშუალო ზომის) - 2 ც. გულსართის მომზადება: 1. გაფცქვენით და გახეხეთ ვაშლი, მანქანაში გაატარეთ ნიგოზი; 2. შაქარი, კაკაო, ყავა, კარაქი და წყალი, მოათავსეთ პატარა ჯამში და დადგით ნელ ცეცხლზე, თან სულ ურიეთ. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან; 3. როდესაც შეგრილდება, დაამატეთ გახეხილი ვაშლი და გატარებული ნიგოზი; მომზადება : 1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე; 2. როდესაც მარგარინი კარგად შეგრილდება, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი (ვიდრე თქვეფას დაიწყებთ, ერთი კვერცხის გული ცალკე გადადეთ); 3. დაამატეთ მარგარინი და ათქვიფეთ; 4. ამის შემდეგ, ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ: 1 ჭ. ფქვილი > 2 ს. კ რძე > 1 ჭ. სოდაშერეული ფქვილი > 3 ს. კ. რძე > 1/2 შეკვრა ვანილი და ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომი ან/და იყოს რბილი და გასაბრტყელებელი; 5. ცომი გაყავით 4 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები. 6. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 1 სმ-ს სისქეზე და ზემოდან გაანაწილეთ გულსართის 1/4 ნაწილი, ის რომ კიდეებთან 2-3 სმ ცომი დარჩეს გულსართის გარეშე. გადაახვიეთ ცომი და ხვეული მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე გლუვი ზედაპირით ზევით; 7. ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ 5 სმ-ს დაშორებით. ზემოდან მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი; 8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და ხვეულები შედგით გამოსაცხობად; სურვილის შემთხვევაში, როდესაც ნამცხვარი შეგრილდება, შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარი გადაასხათ და გააფორმოთ (მინანქარი აუცილებელი არ არის). P.S. ეს არის უნივერსალური ცომი ხვეულებისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ გულსართის სხვადასხვა ვარიანტები: ჯემი, გატარებული ნიგოზი შაქრის ფხვნილით ან პუდრით და ა. შ. 358 4-ს მოსწონს
|