ტენდენციები ფეისკინი-ახალი მოდა პლაჟზე 2015, 24 ივლისი, 9:55 არ იცით რა არის ფეიკინი? მაშინ აგიხსნით.ეს არის საცურაო კოსტუმი სახისთვის, რომელიც ჩინელ ქალბატონებს ეხმარება აიცდინონ სახის კანისთვის სახიფათო რუჯი. ფეისკინი გამოიგონა ჩინელმა დიზაინერმა ჩჟან ში-ფანმა ჯერ კიდევ 2004 წელს და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩინელ მომხმარებლებში, თუმცა საშინელი ნიღაბი აშინებდა პლაჟზე დამსვენებელ ბავშვებს.ამიტომ ში-ფანამ გადაწყვიტა ახალი დიზაინი შეექმნა. იდეა პეკინის ოპერის ნიღბებმა შთააგონა.მან აღიარა, რომ არ მოელოდა თუ ასეთ დიდ პოპულარობას მოიპოვებდა მისი იდეა.ფეისკინები დიდი რაოდენობით იყიდება. თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით ამერიკელებმა ეს ტენდეცია დიდი ენთუზიაზმით არ მიიღეს, პირიქით აკრიტიკებენ კიდეც. არც რუსეთში იქნება პოპულარული ეს ტენდეცია, რადგან იქ გოგონებს უყვართ მთლიან სხეულზე და სახეზეც რუჯის მიღება. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ არაფერი ისე სწრაფად არ აბერებს კანს როგორ სახეზე რუჯი.40 წლის შემდეგ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება.ასე რომ ჩინელი ქალბატონები საკმაოდ ლოგიკურად აზროვნებენ.გამოიყენეთ მზისდამცავი მალამოები მაინც.თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ფეისკინი მაინც საკმაოდ კომიკურად გამოიყურება. 366 9-ს მოსწონს
|