ესე ციკლიდან "პეპლები მუცელში" 2015, 24 ივლისი, 0:20 ვის არ ჰქონია ეს უჩვეულო განცდა? თითქოს მუცელში პაწაწუნა პეპლები დაფრინავდნენ, ხმაურობდნენ, ეხეთქებოდნენ კედლებს... პეპლები რომლებსაც რაღაცის თქმა უნდათ მაგრამ ჩვენი ენა არ იციან... დაფრინავენ მუცელში და ცდილობენ იქიდან გამოღწევას, კედლების გამონგრევას, თვისუფლებას ესწრაფვიან, ჰაერის უკმარისობა კლავთ, ფიქრობენ რომ გარეთ უკეთესია, და ნებით თუ უნებლიედ ჩვენი სხეულის ნაწილებს ჭამენ, ან უბრალოდ ანგრევენ შემთხვევითი "ავარიების" შედეგად... ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ამ მოვლენის გამომხატველი სურათები, ხელოვანი ადამიანების მიერ შექმნილი. იმედია მოგეწონებათ... ასე გამოჩნდება ეს მოვლენა თუ სხეულს გავხდით გამჭვირვალეს... ასე ჩანს რენტგენზე.... შეგვიძლია გავფრინდეთ თუ მათ გამოვუშვებთ... არიან პეპლები, რომლებსაც შიგნით დარჩენა ურჩევნიათ. მათი გათავისუფლება სევდას გვგვრის.... საჭიროა ძალიან ძლიერი ხელები, და ხასიათი, იმისთვის რომ მიაყენო საკუთარ თავს ტკივილი, გაუძლო ამ ყოველივეს და გაუშვა პეპლები ისე რომ არ მოკვდე... და ბოლოს: "ყველას პეპელას სხვადასხვა ხასიათი აქვს. ყველა პეპელა ვერ უძლებს დედამიწის დაბინძურებულ ჰავას და ჩვენზე მალე იღუპება, ამიტომ ეცადეთ იქ დატოვოთ სადაც არიან. გაუფრთხილდით პეპლებს... ყოველთვის არ გექნებათ ბედნიერება მათი ფარფატი კვლავ განიცადოთ სხეულის შიგნით... რატომ უნდა ჩააგდოთ მისი სიცოცხლე საფრთხეში მაშინ, როდესაც ისედაც საფრთხეშია და მხოლოდ 3 დღით ცოცხლობს..." 556 5-ს მოსწონს
|