x
image
pofiga
ისიც კი ვიფიქრე, რომ თოკით თამაშობდა, საშინელება მოხდა" - ხარაგაულში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

image

11 წლის მოსწავლემ საკუთარი სახლის წინ, და-ძმების თვალწინ ჩამოიხრჩო თავი.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში მორიგი ენითაღუწერელი ტრაგედია მოხდა, - 11 წლის მოსწავლემ საკუთარი სახლის წინ, და-ძმების თვალწინ თავი ჩამოიხრჩო. ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარი ნებით ემშვიდობება სიცოცხლეს.


კახა ლომიძე, სოფელ ხუნევის რწმუნებული:


სოციალურად დაუცველი ოჯახია, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ხელმოკლეობის გამო შვილებს თრგუნავენ, ან აშიმშილებენ. როცა ბიჭი გარდაიცვალა, დედ-მამა იმ მომენტშიც მუშაობდა, მამა ბათუმში იყო დღიურ სამუშაოზე წასული, დედა კი სახლიდან ცოტა მოშორებით, ყანაში მუშაობდა, პატარა და-ძმა 11 წლის მოზარდთან ჰყავდა დატოვებული. ბიჭი ძალიან ჭკვიანი იყო და დედმამიშვილებს დიდი კაცივით უვლიდა. როგორც გავიგე, პატარები შეესწრნენ, ამ ტრაგედიას. ესეც რა საშინლებაა, მათ კივილზე მივიდნენ მეზობლები, თუმცა ბიჭს ვერაფერი უშველეს. პატარები ალბათ ბოლომდე ვერც გაერკვნენ რა ხდებოდა... დალაგებულად ვერც კი აღწერენ ამ მომენტს. მათი მონაყოლის მიხედვით, ისიც კი ვიფიქრე, რომ ბიჭი თოკით უბრალოდ თამაშობდა და ეს საშინელება შემთხვევით მოუვიდა. თუმცა უცნაური ისაა, რომ ბავშვს ამგავრი თამაში რატომ უნდა წამოეწყო?! - მან პოლიეთილენის თოკით ყულფი გააკეთა, - ეს ის თოკია, რომლითაც თივის პრესებს კონავენ; მერე საკუთარი ეზოს ღობეზე შედგა, თოკი ხის ტოტზე ჩამოკიდა. ღობე მავთულისაა, მოძრავი, როცა მასზე ადამიანი დგას, აქეთ-იქით ქანაობს და ასე, რომ ბავშვსაც წამსვე გამოეცალა საყრდენი, რის დანახვაზეც პატარები აკივლდნენ...

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0